მუხლი 699. გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი გამოგზავნის დღიდან;
ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული,– გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;
გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 699. გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება: ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას _– მისი გამოგზავნის დღიდან; ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას _– გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, _– გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს; გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში _– გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №ას-843-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…რომ: (ა) კასატორს არ მიუწოდებია საქონელი მოსარჩელისთვის და (ბ) არ დგინდება ტვირთის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სსკ-ის 689.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საქონელი დაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 28 აგვისტოდან და…
საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
…მიწოდება, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი შეთანხმებული პირობებით. 14.2. წარმოდგენილ წერილობით პოზიციაში (ტომი 2, ს.ფ. 367-378) მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტზე, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით. 15. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს,,ნ.დ–მა’’ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ…
საქმე №ას-1957-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2020
…14 779 აშშ დოლარის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობას, რამდენადაც მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნას, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის შესაბამისად, იგი ხანდაზმულია. 3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს…
საქმე №ას-878-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
…მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება; მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 170-ე, 172-ე, 168-ე, 312-ე, 183-ე, 411-ე, 317-ე, 987-ე, 699-ე და 971-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების…
…არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი; ვ) გადასაყვანია ცხოველები. რომელი გარემოებას, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ადგილი არ ჰქონია. 6.4. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 699-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში…