განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
330210015000815209
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015000815209

საქმე N2ბ/3400-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები - გელა ქირია, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - სს “ს-------------------------“

წარმომადგენელი - ნ----------------------, ე-–-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ-–-----------------“

წარმომადგენელი - დ--------------------

 

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. შპს „გ-–-----------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე სს ,,ს-------------------------ს“ მოსარჩელე შპს „გ-–-----------------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 14 827 აშშ დოლარი.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2012 წლის 14 დეკემბერს დაფუძნებულ იქნა შპს ,,გ-–-----–--------–---ი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული სარკ------ო ვაგონებით ოპერირება და მათი მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა, რასაც იგი ახორციელებს სს ,,ს---------------------------ს“ მეშვეობით და შედის მასთან სარკ------ო -გადაზიდვით ურთიერთობაში. სს ,,ს----------–----------------ა" და ,,ს----------------------------------ს" შორის 2013 წელს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ფოთის პორტიდან თურქეთის პორტ დ--------ს მიმართულებით დაინიშნა საბორნე მიმოსვლა, რის ფარგლებშიც ფოთის პორტიდან ბორანზე ხდება ცარიელი ვაგონების მიწოდება (აგორება), რომლებიც შემდგომ ბორნით გადაჰყავთ დ--------ს პორტში, სადაც ხდება მათი დატვირთვა და უკან ფოთის პორტში დატვირთული ვაგონების ჩამოყვანა, შემდგომ, რ--------ს მეშვეობით მათი სხვადასხვა დანიშნულებით ტრანსპორტირების მიზნით.

2.2. „ს--------------------------------ს“ საქართველოში ჰყავს ოფიციალური წარმომდგენელი შპს „ი-----------“. სს "ს---------------------------სა" და "ს--------------------------------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია "უ-----------ს" წარმომადგენელი შპს "ი---------" ახდენს ფოთის პორტში არსებულ ვაგონებზე რ--------ს სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული "ს-------------------------------------ის" გადახდას სს ,,ს--------------------------------ს".

2.3. მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ შპს „გ-–----------------ს“ სურდა პორტში მდგარი თავისი ცარიელი ვაგონების აგორება ბორანზე, შესაბამისად, სს „ს---------------------------ში“ გამოიწერა რ--------ს მიერ დამტკიცებული სპეცია - ლური ფორმის დოკუმენტი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვაგონები უკვე იმყოფებიან ფოთის პორტში და ვაგონები გადაეცემა „ს--------------------------------ის“ საქართველოს წარმომადგენელს - შპს „ი--------- ე----სს“ (U-------–-), აქვე მითითებულია, რომ ვაგონები ტოვებენ საქართველოს, რადგან სპეციალურ გრაფაში აღნიშნულია სიტყვა „ექსპორტი“. ამასთან, მხარეთა შორის ყველა ვაგონზე გაფორმებულ იქნა საგზაო უწყისი, რომელიც წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკ - რულებას, მათში ყველგან მოცემულია ანალოგიური ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ ზემოთ დასახელებული ვაგონები ფოთის პორტში იდგნენ და შპს „გ-–-----------------ს“ ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა მათი ბორანზე აგორება, გარდა საგზაო უწყისისა და გადაზიდვის დავალებისა, დასტურდება ასევე, სს „ს----------–-------------ის“ მიერ შედგენილ საერთო ფორმის აქტებიდანაც, სადაც აღნიშნულია რომ ვაგონები იმყოფებოდნენ ფოთის პორტში ბორნის მოლოდინში.

2.4. სს „ს-------------------------მ“ განახორციელა შპს „გ-–-----------------ს“ სარგებლობაში არსებული ვაგონების აგორება ბორანზე, რისთვისაც შპს „გ-–----------------ს“ ყოველ აგორებულ ვაგონზე დაარიცხა და ბილინგიდან ჩამოჭრა ა) 2 სადგურის მომსახურება ბ) ე.წ. „შიდასასადგურო გადაზიდვის“ ღირებულება, ამასთან, სს „ს---------------------------“ ადასტურებს, რომ აღნიშნული ვაგონების ბორანზე აგორებისათვის შპს „ი--------- ე----------ნ“ მიღებული აქვს 1 სადგურის მომსახურების ღირებულება.

2.5. მხარეებს შორის სადავო არ არის და მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სტანდარტულ (და არა საექსპერიმენტო) შემთხვევაში ფოთში მდგარი ვაგონის ბორანზე აგორებისათვის კომპანია იღებს მხოლოდ ერთი სადგურის მომსახურების ღირებულებას.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ სატარიფო პოლიტიკა, რომელიც მოქმედებდა სადავო პერიოდში, არ ითვალისწინებდა ,,შიდასასადგურო გადაზიდვის“ ცნებას და არც რაიმე ტარიფს აწესებდა მსგავსი მომსახურებისთვის.

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „გ-–-----------------ს“ სარგებლობაში არსებული ვაგონები განთავსებული იყო უკვე ფოთის პორტში, შპს„გ-–-----------------ს“ მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ვაგონების ბორანზე აგორება და სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა მოსარჩელის მიზანს. დადგენილია ისიც, რომ სს „ს-------------------------“ ყველა ვაგონზე, რომელიც ბორანზე შევიდოდა, სადგურის მომსახურებას იღებდა ,,ს--------------------------------ის“ საქართველოს წარმომა- დგენელი შპს „ი--------- ე----------ნ“ და წინამდებარე შემთხვევაში სადავოდ გამხდარ ვაგონებზე სს „ს-------------------------ს“ მიღებული აქვს სადგურის მომსახურების ღირებულება შპს „ი--------- ე----------ნ“ მაშინ, როდესაც სტანდარტულ შემთხვევებში (და არა სადავო შემთხვევაში), სს „ს-------------------------“ ფოთში მდგარი ვაგონის ბორანზე აგორებისათვის, როგორც წესი, იღებს მხოლოდ ერთგზის სადგურის მომსახურებას;

სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავოდ გამხდარ პერიოდში მოქმედი საქართველოს სარკ------ო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, „მარეგუ- ლირებელი ორგანოს მიერ სარკ------ო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე რკ------ა დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს“. შესაბამისად, „რ--------თ ტვირთის გადაზიდვის ტარიფები და დამატებითი საფასურები“ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკ-რულების განუყოფელ ნაწილს. ამავდროულად, სადგურის მომსახურების ცნება, შინაარსი და ღირებულება განსაზღვრულია სატარიფო პოლიტიკის მე-8 თავის 1-ლი ნაწილით, რომლის მიხედვითაც: „ა) აღნიშნული მომსახურება გულისხმობს რკ------ების კუთვნილი ვაგონებისთვის მიწოდებას და გამოტანას, ხოლო საკუთარი ვაგონებისთვის მიწოდებას ან გამოტანას. ბ) აღნიშნული მომსახურების საფასური მოიცავს: საბუთების გაფორმებას, მოძრავი შემადგენლობით სარგებლობას, საკუთარი ვაგონებისთვის ლიანდაგის დაკავებას, ტვირთის მიწოდება/გამოტანისთვის აუცილებელ სხვა ოპერაციებს“. შესაბამისად, გამოდის, რომ წინამდებარე შემთხვევაში, შეუძლებელია ნორმატიული აქტის ამ რედაქციით სს ,,ს--------------------------მ“ მიიღოს 3 სადგურის მომსახურების ღირებულება და „შიდასასადგურო გადაზიდვის“ ღირებულება იმ ვაგონებზე, რომლებიც იმყოფებიან უკვე ფოთის პორტში და ხორციელდება მათი ბორანზე აგორება.

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2017 წლის 1 იანვრის სატარიფო პოლიტიკაში, მე-3 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება, ფაქტიური მანძილის მიუხედავად, იანგარიშება 10 კილომეტრი გადაზიდვის მანძილისათვის. ამასთან, ბორანით ტვირთის გადაზიდვისას, როდესაც გამგზავნი/მიმღები შესაბამისად არის ფოთში ან ბათუმში გადაზიდვის ღირებულება არ ერიცხება.“ აღნიშნული მუხლიდან ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ სს ,,ს-------------------------ს“ სატარიფო პოლიტიკით სადავო პერიოდში საერთოდ არ ჰქონდა შიდასასადგურო გადაზიდვისათვის ტარიფი განსაზღვრული და აღნიშნული განისაზღვრა მხოლოდ მოგვიანებით, - სადავო პერიოდიდან 2-3 წლის შემდეგ, ამასთან, ახალი რეგულაციით, რკ------ამ ტრანსფარენტულად, ღიად და ნათლად დააფიქსირა ისიც, რომ თუ ვაგონების მიწოდება ხდება ბორანზე, აღნიშნულ ვაგონებს შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება არ ერიცხება. ამდენად, გამოდის, რომ სატარიფო პოლიტიკა, რომელიც მოქმედებდა სადავო პერიოდში, საერთოდ არ ითვალისწინებდა შიდასასადგურო გადაზიდვის ცნებას და მითუმეტეს - არც რაიმე ტარიფს აწესებდა ამისთვის. სატარიფო პოლიტიკაში არსებული გადაზიდვის ტარიფის გამოსათვლელად კი აუცილებელია რ--------ს ორ სადგურს შორის არსებული მანძილის ოდენობას, რაც სადავო შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასვე მოწმობს „რ--------თ ტვირთის გადაზიდვის ტარიფები და დამატებითი საფასურების“ (სატრიფო პოლიტიკა) მეორე მუხლი, რომლის თანახმადაც, ტვირთის გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრება სადგურებს შორის გადაზიდვის მანძილის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება სადგურის ღერძიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და თვლის, რომ რ--------ს სატარიფო პოლიტიკა არსად არ ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევისათვის ერთზე მეტი სადგურის მომსახურების ღირებულებულების გადახდას და აღნიშნული ღირებულება აღნიშნულ ვაგონებზე რკ------ამ მიიღო შპს „ი--------- ე----------ნ“, ასევე - სადავო პერიოდში არსებული სატარიფო პოლიტიკა საერთოდ არ იცნობდა შიდასასადგურო გადაზიდვის ცნებას და გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშებას ახდენდა ორ სადგურს შორის არსებული მანძილით, რაც სადავო შემთხვევაში არ ფიქსირდება, რის გამოც, დგინდება, რომ საერთო ჯამში სს „ს-------------------------ს“ ფოთის პორტში მდგარი თითოეული ვაგონის ბორანზე აგორებისათვის მიღებული აქვს ერთი სადგურის მომსახურება „ს--------------------------------ისაგან“, ორი სადგურის მომსახურება შპს „გ-–-----------------საგან“ და გადაზიდვის ღირებულება ასევე შპს „გ-–-----------------საგან“, რომლის საფუძველიც მას ნორმატიულად არ ჰქონდა გაწერილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი. ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. სასამართლო შენიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკ- რულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც, ამასთან, დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს, (ანაზღაურება =/= ზიანს). ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 14 დეკემბერს დაფუძნებულ იქნა შპს „გ-–-----------------“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული სარკ------ო ვაგონებით ოპერირება და მათი მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული ვაგონების გადაზიდვას მოსარჩელე ახორციელებს სს ,,ს----------–-------------ის" მეშვეობით, რა დროსაც მასთან შედის სარკ------ო–გადაზიდვით სამართლებრივ ურთიერთობაში. სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სარკ------ო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკ------ო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე რკ------ა დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს. აღნიშნული დანაწესის საფუძველზე ს-------------------------ს შემუშავებული აქვს „რ--------თ ტვირთის გადაზიდვის ტარიფები და დამატებითი საფასურები“.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის უდავოა, რომ სს „ს-------------------------მ“ ფოთის სადგურში ვაგონების ყოფნისას აღნიშნულ ვაგონებიდან მიიღო 4 სადგურის მომსახურების ღირებულება და ე.წ. „შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება“. 1 სადგურის მომსახურების ღირებულება რ--------ს მიერ მიღებულ იქნა მაშინ, როდესაც აღნიშნული ვაგონები მივიდნენ ფოთის სადგურში, მეორედ - სადგურის მომსახურების ღირებულება იმავე ვაგონებზე რკ------ამ მიიღო უკ---------ის ქართული წარმომადგენლისაგან, ხოლო დამატებით კიდევ ორი სადგურის მომსახურების რკ------ამ დაარიცხა შპს ,,გ-–----------------ს“ და ჩამოჭრა მისი ბილინგის ანგარიშიდან, რაც მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი. მოსარჩელემ ასევე სადავოდ გახადა ე.წ. „შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება“, რომელიც კომპანიის კუთვნილ ვაგონებზე, იმავე ოპერაციისათვის იქნა დარიცხული და ჩამოჭრილი.

სასამართლო შენიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედ სატარიფო პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ნახსენები მომსახურების ისეთი სახე, როგორიცაა „შიდასასადგურო გადაზიდვა“ და არც რაიმე ტარიფი იყო აღნიშნული მომსახურებისათვის გათვალისწინებული. სატარიფო პოლიტიკა ითვალისწინებდა მხოლოდ ტარიფს ტვირთის გადაზიდვისათვის, აღნიშნული მომსახურება განმარტებულია სატარიფო პოლიტიკის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში. კერძოდ, „ტვირთის გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრება სადგურებს შორის გადაზიდვის მანძილის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება სადგურის ღერძიდან“, რაც იმას გულისხმობს, რომ აღნიშნული ტარიფის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორ სადგურს შორის გადაზიდავის ფაქტი, რაც სადავო შემთხვევაში არ დგინდება, რადგან ვაგონი მოძრაობდა ერთი კონკრეტული სადგურის - ფოთის ფარგლებში. ამდენად, ს-------------------------ს სატარიფო პოლიტიკით საერთოდ არ იყო განსაზღვრული ამგვარი მომსახურების სახე და არც ტარიფი ამ მომსახურებისათვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ სადავო პერიოდიდან რამდენიმე წლის შემდეგ რკ------ამ დამატება შეიტანა სატარიფო პოლიტიკაში, კერძოდ, მე-3 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-10 პუქნტი: „შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება, ფაქტიური მანძილის მიუხედავად, იანგარიშება 10 კილომეტრი გადაზიდვის მანძილისათვის... ამასთან, ბორანით ტვირთის გადაზიდვისას, როდესაც გამგზავნი/მიმღები შესაბამისად არის ფოთში ან ბათუმში, გადაზიდვის ღირებულება არ ერიცხება.“ დადგენილია ისიც, რომ აღნიშნულ ვაგონებზე ფოთის სადგურში ყოფნის პეროდში ე.წ. „სადგურის მომსახურება“ საერთო ჯამში რკ------ამ სხვადასხვა პირისაგან აიღო ოთხგზის. პირველად - როდესაც აღნიშნული ვაგონების შევიდა ფოთის სადგურში, მეორედ - როდესაც თავად ბორანმა ყველა ვაგონზე მოახდინა სადგურის მომსახურების ღირებულების გადახდა და ამის პარალელურად ორი სადგურის მომსახურება დაერიცხა შპს „გ-–----------------ს“. უდავოა ის ფაქტიც, რომ თავად სს „ს-------------------------“ ადასტურებს, რომ არა აღნიშნულ სადავო შემთხვევაში, არამედ სხვა სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც ვაგონების იმყოფებიან ფოთის სადგურის ფარგლებში, მათ ბორანზე მოსახვედრად რკ------ა იღებს მხოლოდ ერთგზის სადგურის მომსახურებას. იმ ფაქტის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად დაერიცხა მოსარჩელეს დამატებით ორი სადგურის მომსახურების ღირებულება, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რ--------ს ე.წ. ,,სატარიფო პოლიტიკის“ მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,სადგურის მომსახურება გულისხმობს რკ------ების კუთვნილი ვაგონებისთვის მიწოდებას და გამოტანას, ხოლო საკუთარი ვაგონებისთვის მიწოდებას ან გამოტანას. აღნიშნული მომსახურების საფასური მოიცავს: საბუთების გაფორმებას, მოძრავი შემადგენლობით სარგებლობას, საკუთარი ვაგონებისთვის ლიანდაგის დაკავებას, ტვირთის მიწოდება/გამოტანისთვის აუცილებელ სხვა ოპერაციებს.“ სასამართლოს შეფასებით, სადავო შემთხვევაში ვაგონების ბორანზე მოსახვედრად რკ------ამ ერთი სადგურის მომსახურება მიიღო ბორანის ოპერატორისაგან, რადგან სს ,,ს-------------------------სა" და ,,ს--------------------------------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე, კომპანია ,,უ-----------ს" წარმომადგენელი შპს ,,ი---------" ახდენს ფოთის პორტში არსებული ვაგონების ბორანზე მოსახვედრად რ--------ს სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული ,,ს-------------------------------------ის" გადახდას სს ,,ს----------–-------------ისათვის", თუმცა მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მოპასუხეს ფოთის პორტში მდგარ ვაგონებზე უკვე მიღებული ჰქონდა ს-------------------------------------ი იგი მაინც ახდენდა აღნიშნული ვაგონების ოპერატორისაგან (მოსარჩელისაგან) დამატებით სადგურის მომსახურების ორჯერ ჩამოჭრას, რაც არ შეესაბამება რ--------ს ,,სატარიფო პოლიტიკის“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულ ნორმასა და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში."

ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ-–-----------------საგან“ სადგურის მომსახურების საფასურის დამატებით აღებით სს ,,ს-------------------------" უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან მას ერთსა და იმავე ვაგონებზე, ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იგივე ოპერაციისათვის უკვე აღებული ჰქონდა ს-------------------------------------ი შპს ,,ი---------"–საგან, რაც ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენდა, თანახმად მასსა და სს ,,ს----------–----------------“ შორის 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებისა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სს ,,ს-------------------------ს“ 14827 აშშ დოლარით უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ შპს „გ-–-----------------ს“ სარჩელი დასაბუთებულია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტში არასწორად მიიჩნია უდავოდ ის გარემოება, რომ სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,ს----------------------------------------ი"-ს შორის 2013 წლის 26 თებერვალს გაფორმდა №1----- შეთანხმება, ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების შესახებ ,,სარკ------ო-საზღვაო ხაზზე ფოთი/ბათუმი - დ--------". შეთანხმების საგანს წარმოადგენს ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების ორგანიზება. აღნიშნული შეთანხმების 2.2.4 პუნქტის თანახმად, სს ,,ს-------------------------" კისრულობს ვალდებულებას ,,უზრუნველყოს აგორება/ჩამოგორება ვაგონებისა ბორანზე/ბორანიდან ფოთის/ბათუმის პორტში." სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,ს----------------------------------------ს" (წარმომადგენელი - ,,ი-------"), შორის ურთიერთობას არავითარი კავშირი არ აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საქმესთან. სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,გ-–----------------ს" შორის, ტვირთების გადაზიდვის ურთიერთობები იწყება მხარეთა შორის სათანადო შინაარსის მქონე ხელშეკრულებისა და გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებით, რაც დასტურდება კლიენტის - შპს ,,გ-–-----------------"-ს მიერ წარმოდგენილი ,,მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე", გადაზიდვის დავალებით, საგზაო უწყისითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი, ხოლო სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,ს----------------------------------------ს" შორის ურთიერთობა განსაზღვრულია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით.

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტში არასწორად მიიჩნია დადაგენილად, რომ სს ,,ს-------------------------ს" და შპს ,,გ-–----------------ს" შორის, არსებობს სარკ------ო - გადაზიდვით სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელესთან გაფორმებული იყო გადაზიდვის ხელშეკრულება, რაც დასტურდება მთელი რიგი გადაზიდვის დოკუმენტებით, კერძოდ: მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვაზე, გადაზიდვის დავალებით, საგზაო უწყისითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი. აპელანტის მითითებით, ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნას, როდესაც კლიენტი ხელით შევსებული ფორმით წარმოუდგენს რკ------ას, მასში თვითონ განსაზღვრავს, გამგზავნი და დანიშნულების სადგურების შესახებ, მიუთითებს, ასევე გადამხდელის სახელწოდებას, რაც იგივე რეკვიზიტებით მეორდება გადაზიდვის დავალებაში. ამის შემდგომ ახდენს რკ------ასთან წინასწარ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ი-------ს" უკვე გადახდილი ჰქონდა სს ,,ს-------------------------"-ს მიმართ, შპს ,,გ-–-----------------ს" მიერ განხორციელებულ გადაზიდვებზე ,,ს-------------------------------------ი" საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, შპს ი-------"-სთან სარკ------ო-სამართლებრივი ურთიერთობა იწყება მაშინ, როდესაც მთავრდება სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,გ-–----------------თან" ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, გადაზიდვისა და სადგურის მომსახურების ღირებულება, რაც უნდა გადაეხადა მოსარჩელეს, შპს ,,ი-------სგან" ვერ იქნებოდა ანაზღაურებული.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უდავოდ უნდა მიეჩნია, ის გარემოება, რომ შპს ,,გ-–-----------------"-ს მიმართ, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე, სს ,,ს-------------------------"-ს მიერ გაწეულმა მომსახურებამ შეადგინა სულ 14 827 აშშ დოლარი, რაც სწორად იქნა დარიცხული სს ,,ს-------------------------"-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის მიერ და დასტურდება შესაბამისი გაანგარიშების ცხრილით. სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,გ-–----------------თან" სარკ------ო-გადაზიდვის ურთიერთობა დასტურდება სათანადო გადაზიდვის დოკუმენტებით (მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე, გადაზიდვის დავალება და ა. შ.). შესაბამისად, შპს ,,გ-–-----------------"-ს მიერ განსაზღვრული იყო, თუ ვინ უზრუნველყოფდა როგორც სადგურის მომსახურების, ასევე, გადაზიდვის ღირებულების გადახდას. აქედან გამომდინარე, დანიშნულების სადგურიდან, ბორანზე ვაგონების მიწოდებას, თუ მათი სხვა მიმართულებით გადაადგილებას (სხვა ჩიხსა თუ სადგურში) რომელი კომპანია განახორციელებდა, შპს ი------- თუ სხვა, მოსარჩელის მიერ, გადაზიდვის დავალებებში იყო გაწერილი და, ვერც 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე, და ვერც ნებისმიერ სხვა პერიოდზე, მოსარჩელის მიერ გადასახდელ, გადაზიდვისა და სადგურის მომსახურების ღირებულებას, ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების (საბორნე მიმოსვლის) განმახორცეილებელი მხარე ვერ გადაიხდიდა. სს ,,ს-------------------------"-ს მიერ, შპს ,,გ-–-----------------"-ს მიმართ, სწორად მოხდა სადგურის მომსახურებისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულების საფასურის დარიცხვა, რაც შეადგენს სულ 14, 827 აშშ დოლარს, რაც დასტურდება სს ,,ს-------------------------"-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის მიერ და დასტურდება შესაბამისი გაანგარიშების ცხრილით.

 

3.4. სს ,,ს-------------------------"-ს მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია, რადგან მოსარჩელის მიმართ დარიცხული და გადახდილი თანხა წარმოადგენს გადაზიდვის დოკუმენტებში ასახულ სადგურის მომსახურებისა და გადაზიდვის ღირებულების საფასურს, რაც სწორად იქნა დარიცხული სს ,,ს-------------------------"-ს მიერ და შეადგენს 14 827 აშშ დოლარს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვინაიდან, სს ,,ს-------------------------"-სთან, გადაზიდვის სუბიექტის (ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები თუ სხვა) მიერ, ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დარიცხულმა თანხამ შეადგინა 25 801.71 ლარი, რაზედაც მოსარჩელეს თავის დროზე, პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი კონკრეტული სამართლებრივი დავის გადაწყვეტისათვის აბსოლუტურად არარელევანტურია, ვინაიდან, სარჩელის შინაარსიდან უდაოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის "ს-------------------------"-ს მხრიდან სარკ------ო მომსახურეობისათვის დარიცხული საფასურის უკან დაბრუნებას, რაც გამომდინარეობს მხარეთა შორის კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე მითითება, უადგილოა და არავითარ შემხებლობაში არ არის დავის ფაქტობრივ მოცემულობასთან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა საგზაო უწყისის სახით. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით, გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი. ამდენად, გადაზიდვის მომსახურება არის სასყიდლიანი მომსახურება და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. ზედნადები წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება.

აპელანტის განმარტებით, ვინაიდან, განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა (გადაზიდვა-გადაყვანა), უნდა გამოეყენებინა ასევე საქართველოს სარკ------ო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია, სადაც დეტალურად არის რეგლამენტირებული სარკ------ო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. სარკ------ო კოდექსის მე-8, მე-9, მე-12, მე-16-ე, 44-ე, 45-ე, 46-ე და 47-ე მუხლები აწესებს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს “ს----------–-------------ის”, როგორც გადამზიდველის პასუხისმგებლობას. კანონმდებლობა, გარდა გადამზიდველისა, ასევე ითვალისწინებს მოპასუხის – როგორც ტვირთმფლობელის (ტვირთმიმღები) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამასთან, სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლი, რომლის მიხედვით, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, გარდა იმისა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ის ასევე ხანდაზმულია.

აპელანტის მითითებით, სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,გ-–----------------თან" სარკ------ო-გადაზიდვის ურთიერთობა დასტურდება სათანადო გადაზიდვის დოკუმენტებით (მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე, გადაზიდვის დავალება და ა.შ.). შესაბამისად, შპს ,,გ-–-----------------"-ს მიერ განსაზღვრული იყო, თუ ვინ უზრუნველყოფდა როგორც სადგურის მომსახურების, ასევე გადაზიდვის ღირებულების გადახდას. აქედან გამომდინარე, დანიშნულების სადგურიდან, ბორანზე ვაგონების მიწოდებას რომელი კომპანია განახორციელებდა, შპს ი------- თუ სხვა, მოსარჩელის მიერ, გადაზიდვის დავალებებში იყო გაწერილი და ვერც 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე, და ვერც ნებისმიერ სხვა პერიოდზე, მოსარჩელის მიერ გადასახდელ გადაზიდვისა და სადგურის მომსახურების ღირებულებას, ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების (საბორნე მიმოსვლის) განმახორციელებელი მხარე ვერ გადაიხდიდა.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 22 თებერვალს სს „ს-------------------------“-სა და შპს „ს------------------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება №ს----1----- სახელწოდებით ,,ფოთი/ბათუმი-დ--------ს სარკ------ო-საბორნე გადასასვლელის გამოყენებით ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების ორგანიზების შესახებ“ „ს-----------------------------“-ის მოთხოვნის საფუძველზე და ვაგონების გაგზავნა დ--------ს მიმართულებით. ვაგონების დ--------ს პორტის დანიშნულებით გასაგზავნად აუცილებლობას წარმოადგენდა ფოთის პორტის სხვადასხვა ნავმისადგომებიდან, სს „ს----------–-------------ის“ თბომავლით, ვაგონების გამორჩევა და დ--------ს მიმართულებით გასაგზავნად მიწოდება. შესაბამისად ადგილი ქონდა შიდა სასადგურე გადაზიდვას სარკ------ო კოდექსის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, რაც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა. აღნიშნულ გადაზიდვაზე ხორციელდებოდა შპს შპს "გ-–----------------“-ის მიერ გადაზიდვის დავალების ფორმირება, რის საფუძველზეც შპს „გ-–----------------“-ს ერიცხებოდა გადაზიდვის ღირებულების, (რაც დადასტურებულია წარმოდგენილი საგზაო უწყისებით), გამგზავნი და დანიშნულების სადგურების მომსახურების საფასურები. (კონკრეტულ შემთხვევაში გამგზავნი და დანიშნულების სადგური არის სადგური ფოთი ვინაიდან ადგილი აქვს შიდასასადგურო გადაზიდვას). ზემოთ აღნიშნული პროცედურის შემდეგ, „ს------------------------------ის მოთხოვნის შესაბამისად სს „ს-------------------------“ ახორციელებდა ვაგონების ბორანზე აგორებას №ს----1----- ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სს „ს-------------------------ს“ ბორანზე აგორების საფასურს უნაზღაურებდა „ს------------------------------ის აგენტი შპს ,ი-------------ი“. ამრიგად, ადგილი ქონდა სხვადასხვა მომსახურების გაწევას ორ სხვადასხვა სუბიექტზე. შესაბამისად იმავე მომსახურებაზე სს „ს-------------------------ს“ არ აქვს მიღებული ს-------------------------------------ი მესამე პირისაგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სს ,,ს-------------------------"-სა და შპს ,,გ-–----------------ს" შორის, არსებობს სარკ------ო - გადაზიდვით სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნული გარემოება დასტურდება მთელი რიგი გადაზიდვის დოკუმენტებით, კერძოდ: მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვაზე, გადაზიდვის დავალებით, საგზაო უწყისითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი. ( რაზედაც მოსარჩელის წარმომადგენელი შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ხელს აწერს და წარმოდგენილია სამოქალაქო საქმეზე).

აპელანტის განმარტებით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებაში ნამსჯელია მხოლოდ გადაზიდვის საფასურის დარიცხვის კანონიერებაზე, (რაც სადავო თანხიდან შეადგენს 2538 აშშ დოლარს), ხოლო სარკ------ო მომსახურეობის დარიცხვის კანონიერებასა და მის სამართლებრივ საფუძვლებზე, სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას, მაშინ როდესაც დავის საგანს წარმოადგენს გადაზიდვის ღირებულებისა და სარკ------ო მომსახურების საფურის დარიცხვის კანონიერება/მისი უკან დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა სარკ------ო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე მიღებული სადავო პერიოდში მოქმედი „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები“-ის მე-8 მუხლი, ხოლო რაც შეეხება სარ-------- მომსახურების საფასურის დარიცხვის კანონიერებას სამართებრივ საფუძველს, აღნიშნული შესაბამის ცხრილებთან ერთად, ფორმულის სახით წარმოდგენულია და გამარტებულია სს "ს----------–-------------ის" მიერ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. აპელანტი შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადაშეადგენს ერთ წელს. „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.). საქმის მასალების მიხედვით სადავო პერიოდს, რომლისთვისაც სს „ს-------------------------“-მ შპს „გ-–----------------“-ს ბილინგიდან ჩამოაჭრა სადავოდ გამხდარი თანხა წარმოადგენს 2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდი, ხოლო სარჩელი აღიძრა 22.05.2015. წელს. წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სარკ------ო გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე და ერთი რ--------ს სადგურის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურის, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, უკან დაბრუნება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 128 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც შეადგენს ათ წელს. ამდენად, შპს „გ-–----------------“-ის სარჩელი არ არის ხანდაზმული.

4.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში მართებულად არის აღნიშნული, რომ „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს 64-ე მუხლის თანახმად „მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკ------ო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე რკ------ა დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ - ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს და აღნიშნული დანაწესის საფუძველზე სს „ს-------------------------“-ს შემუშავებული აქვს „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები“, ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ სადავო პერიოდში მოქმედ სატარიფო პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ნახსენები მომსახურების ისეთი სახე, როგორიცაა „შიდასასადგურო გადაზიდვა“, რაც საფუძვლად უდევს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების შემდგომ მსჯელობას, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად „რ--------ს ს---------“ არის რ--------ს სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისათვის. შიდასასადგურო გადაზიდვის ცნება და მისი განხორციელების პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს მე-16 მუხლში. „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს მე-16 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „1. რკ------ა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რ--------თ ტვირთის გადაზიდვის წესებით. 2. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკ------ას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე. 4. განაცხადი რკ------ას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკ------ა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რ--------ს ს--------- და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რ--------ს სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკ------ას. 5. რკ------ა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რ--------თ ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 8. ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკ------ას უფლება აქვს: ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რ--------ს ს---------ს ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში“. ამდენად, შიდასასადგურო გადაზიდვა „საქართველოს სარკ------ო კოდექსში“ განსაზღვრულია როგორც ერთი რ--------ს ს---------ს ფარგლებში სასყიდლიანი მომსახურება, ამასთან ერთად, სს „ს-------------------------“-ს უფლება აქვს ტვირთგამგზავნს დართოს ერთი რ--------ს ს---------ს ფარგლებში ტვირთის გადაზიდვის ნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტვირთგამგზავნი მიმართავს მას თხოვნით - შეავსებს განაცხადს, და გადაიხდის შიდასასადგურო გადაზიდვის საფასურს.

4.4. „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი შიდასასადგურო მომსახურების სასყიდლიანობასთან დაკავშირებით სადავო პერიოდში გამონაკლისს არ ადგენდა - შიდასასადგურო გადაზიდვა ყველა შემთხვევაში სასყიდლიან მომსახურებას წარმოადგენდა. ამასთან ერთად, შპს „გ-–----------------“-ი სადავოდ არ ხდის სს „ს-------------------------“-ს მიერ შპს „გ-–----------------“-ის ინტერესებში და მისი დავალებით ვაგონების მომსახურების ფაქტს და არც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შიდასასადგურო გადაზიდვის დროს არსებობს გამგზავნი და დანიშნულების სადგურების ცნება (მოთხოვნები ტვირთის გადაზიდვაზე, გადახდის დავალებები, ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი გუ-29, ტ.2, ს.ფ. 3-501), რომლის ს-------------------------------------ი მითითებულია სს „ს-------------------------“-ს მიერ შემუშავებულ „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ მე-8 მუხლში, რომლის „ა-ე“ პუნქტების მიხედვით, გამგზავნი და დანიშნულების სადგურების მომსახურება გულისხმობს რ--------ს კუთვნილი ვაგონებისთვის მიწოდებას და გამოტანას, ხოლო საკუთარი ვაგონებისთვის მიწოდებას ან გამოტანას, ხოლო აღნიშნული მომსახურების საფასური მოიცავს: საბუთების გაფორმებას, მოძრავი შემადგენლობით სარგებლობას, საკუთარი ვაგონებისთვის ლიანდაგის დაკავებას, ტვირთის მიწოდება/გამოტანისთვის აუცილებელ სხვა ოპერაციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ მე-2 მუხლში არსებული განმარტება, რომელიც ეხება ტვირთის გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრას სადგურებს შორის გადაზიდვის მანძილის შესაბამისად სადგურის ღერძიდან გამოთვლით, ეხება საქართველოს სადგურებს შორის მანძილებს და არა შიდასასადგურო გადაზიდვას, რაზედაც მიანიშნებს მითითება, რომ საქართველოს სადგურებს შორის მანძილები მოცემულია დანართის სახით ცხრილში N1, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული შპს „გ-–----------------“-ის მოსაზრება, რომ სასყიდლიანი შიდასასადგურო გადაზიდვა ვერ განხორციელდებოდა(ტ.3,ს.ფ.167). აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურების“ მე-3 მუხლს დამატებული მე-10 პუნქტის თანახმად, შიდასასადგურო გადაზიდვის საფასური განისაზღვრა შემდეგნაირად „შიდასასადგურო გადაზიდვის ღირებულება, ფაქტიური მანძილის მიუხედავად, იანგარიშება 10 კილომეტრი გადაზიდვის მანძილისთვის. ამასთან, ბორანით ტვირთის გადაზიდვისას, როდესაც გამგზავნი/მიმღები შესაბამისად არის ფოთში ან ბათუმში გადაზიდვის ღირებულება არ ერიცხება“. ამდენად, ცხადია, რომ ზემოხსენებული სპეციალური ნორმის მიღებამდე ფოთსა ან ბათუმში შიდასასადგურო გადაზიდვისთვის დაწესებული იყო საფასურის გადახდა (ტ.3, ს.ფ. 206).

4.5. „საქართველოს სარკ------ო კოდექსი“-ს მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ არის – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანაგადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შიდასასადგურე გადაზიდვა სადავო პერიოდში, როგორც ასეთი, სასყიდლიან მომსახურებას წარმოადგენდა, ხოლო შპს „გ-–----------------“-ს მიაჩნია, რომ მის მიერ ზემოხსენებული მომსახურების თანხა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი, ვინაიდან შიდასასადგურო გადაზიდვის ცნებას „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები“ არ იცნობს, სადავოდ გამხდარი მომსახურების თანხა უკვე გადახდილი იყო ს------------------- „უ-----------“----------ს „U---------”-ს მიერ და სტანდარტულ შემთხვევებში სს „ს-------------------------“ აღნიშნული მომსახურების თანხას არ იღებდა, შესაბამისად, სს „ს-------------------------“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამასთან ერთად, შპს „გ-–----------------“-ი სადავოდ არ ხდის სს „ს-------------------------“-ს მიერ შპს „გ-–----------------“-ის ინტერესებში და დავალებით ვაგონების მომსახურების ფაქტს და არც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილია შპს „გ-–----------------“-ის წარმომადგენლის ხელით შევსებული განაცხადები სადავო შემთხვევაში ფოთის რ--------ს ს---------ს ფარგლებში გადაზიდვის განხორციელების თაობაზე, რომელშიც ტვირთგამგზავნი თავად განსაზღვრავს გამგზავნ და დანიშნულების სადგურებს, რითაც დასტურდება ტვირთგამგზავნის თხოვნა სს„ს-------------------------“-სადმი შიდასასადგურო გადაზიდვის შესახებ და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ს---------ს ფარგლებში რომელი ჩიხიდან რომელ ჩიხში გადაყვანას ჰქონდა ადგილი ტვირთგამგზავნის მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ. 3-501).

4.6. საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება „ტვირთების ექსპერიმენტალური გადაზიდვების შესახებ სარკ------ე-საზღვაო ხაზზე ფოთი/ბათუმი - დ--------“ დადებული სს „ს-------------------------“-სა და „ს------------------- „უ-----------“-ს შორის, რომლის სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს მისი საგამონაკლისო ხასიათი სტანდარტული გადაზიდვის ხელშეკრულებებისგან. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2.2. - 2.2.4. პუნქტების მიხედვით შემსრულებელი ვალდებულია შეთანხმებული განაცხადის მიხედვით ფოთი ბათუმის პორტში მიაწოდოს ცარიელი ვაგონები ტექნიკურად და კომერციულად გამართულ მდგომარეობაში საერთო ფორმის აქტის გაფორმებით მისი ბორანზე აგორებამდე, უზრუნველყოს ვაგონების ჩატვირთვა/ გადმოტვირთვა ფოთი/ბათუმის ბორანზე/ბორანიდან (ტ.3.ს.ფ. 185,84). სს „ს-------------------------“-სა და „ს------------------- „უ-----------“-ს შორის ანგარიშსწორების პირობები განსაზღვრულია ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის მიხედვით: „1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. ამავე კოდექსის 991 -ე მუხლის შესაბამისად „პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული“. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთი ფაქტად შეიძლება მიჩნეული იქნას გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარემოებები ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით შემდეგნაირად იყო ორგანიზებული: „ს------------------- „უ-----------“-ს მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდებოდა შპს „გ-–----------------“-ის ოპერირების ქვეშ მყოფი ვაგონების გაგზავნა დ--------ს მიმართულებით, რომლის დროსაც აუცილებლობას წარმოადგენდა ფოთის პორტის სხვადასხვა ნავსადგომებიდან სს „ს-------------------------“-ს თბომავლით ვაგონების გამორჩევა და დ--------ს მიმართულებით გასაგზავნად მიწოდება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა შიდა სასადგურო გადაზიდვას, რის საფუძველზეც შპს „გ-–----------------“-ს მისი გადაზიდვის დავალების საფუძველზე ერიცხებოდა გადაზიდვის ღირებულების, გამგზავნი და დანიშნულების სადგურების მომსახურების საფასური - მოცემულ შემთხვევაში გამგზავნი და დანიშნულების ს--------- არის ს--------- ფოთი, ვინაიდან ადგილი აქვს შიდასასადგურე გადაზიდვას. შპს „გ-–----------------“-ის შიდასასადგურო გადაზიდვის დავალების შესრულების დასრულების შემდეგ, „ს------------------- „უ-----------“-ს მოთხოვნის საფუძველზე სს „ს-------------------------“ ახორციელებდა ვაგონების ბორანზე აგორებას 2013 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საფასურს სს „ს-------------------------“ -ს უნაზღაურებდა „ს------------------- „უ-----------“---------- „U---------”. შესაბამისად, სადავოდ გამხდარ ურთიერთობასთან დაკავშირებით სს „ს-------------------------“-ს საქმიანობა და სამართლებრივი ურთიერთობები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: სარკ------ო-გადაზიდვითი სამართლებრივი ურთიერთობი შპს„გ-–----------------“-თან აღნიშნული კომპანიის განაცხადის, გაზიდვის დავალების საფუძველზე და სარკ------ო-გადაზიდვითი სამართლებრივი ურთიერთობი „ს------------------- „უ-----------“-სთან (წარმომადგენელი შპს „U---------”) 2013 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე. ორგანიზაციული და სამართლებრივი თვალსაზრისით ცხადია, რომ „ს------------------- „უ-----------“-სთან სარკ------ო-გადაზიდვითი სამართლებრივი ურთიერთობა იწყებოდა შპს „გ-–----------------“-თან სარკ------ო-გადაზიდვითი სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სს „ს-------------------------“-ს მიმართ მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის „ს------------------- „უ-----------“-ს და შპს „გ-–----------------“-ს ფულადი ვალდებულების შესრულების ვალდებულება წარმოეშვათ განსხვავებული სამართლებრივ საფუძვლით სხვადასხვა მომსახურებისთვის, ამდენად, სადავო შემთხვევაში სს „ს-------------------------“-ს მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია, სარჩელი დაუსაბუთებელია, სს „ს-------------------------“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „გ-–----------------“-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე(ტ.2, ს.ფ. 3-501, ტ.3.ს.ფ. 185,84).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ს-------------------------“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „გ-–----------------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზერ უარის თქმის თაობაზე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სს „ს-------------------------“-ს სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება, შპს„გ-–----------------ს“ სს „ს-------------------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1438,57 ლარის გადახდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ შპს „გ-–----------------“-ის სარჩელი არ კმაყოფილდება, არ არსებობს სარჩელზე გადახდილი ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს “ს-------------------------“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „გ-–----------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს „გ-–----------------“-ს სს „ს-------------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1438,57 (ერთი ათას ოთხას ოცდათვრამეტი და ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე