მუხლი 701. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება
1. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგების წერილობითი ფორმით დადების შემთხვევაში გარიგებას ხელს აწერს დამოუკიდებლად, გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობის გარეშე, ან გარიგებაზე ხელის მოწერას სხვას მიანდობს ამ კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარიგებას ხელს დამოუკიდებლად აწერს მექანიკური ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. გარიგებაზე ხელის ფაქსიმილეს გამოყენებით მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ.
3. გარიგების წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ბრაილის შრიფტის გამოყენებით, მხარეთა შეთანხმებით დადების შემთხვევაში ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.
საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1982 – ვებგვერდი, 11.11.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…თანხის გადახდაზე წარმოეშობოდა წერილის მიღებიდან 10 სამუშაო დღის მანძილზე. 29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებების და დავის განხილვისას გამოიყენა სსკ-ის 677-ე 668-ე და 701-ე მუხლები, მაშინ როდესაც მხარეთა შორის მოცემულ საქმეზე არსებული ურთიერთობა იურიდიულად არ რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და სადაო ურთიერთობისას…
საქმე №ას-358-610-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2008
…“ს-ის” ექსპლუატაციის დირექტორის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹15-30-134/4 წერილითYეცნობა, რომ მატერიალური ზიანი მას უნდა აუნაზღაუროს ესპანეთის საფოსტო ადმინისტრაციამ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველ ნაწილს, 701-ე, 692-ე, 409-ე მუხლებსა და 408-ე მუხლის პირველ ნაწილს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ამანათში სადავო ნივთების არსებობის დამადასტურებლი…
საქმე №3გ-ად-66-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
…ნავსადგურისათვის” 57644 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რიმ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სკ-ს მე-12 თავის შესაბამისად, რომელიც შეეხებოდა გადაზიდვა-გადაყვანას. სკ-ს 701-ე, 702-ე, 677-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “ა. ს-ი და კომპანია” და “ა-ი” შავი ლითონის ჯართის გადაზიდვას ზედნადებში…
…რამდენიმე გადამზიდველის მეშვეობით. დადგენილია, რომ ამანათი გამგზავნმა ჩააბარა შპს,,ნი-----------ს“, ხოლო საბაჟო პროცედურის გავლის შემდეგ, ეს ამანათი გადაეცა შპს „სტ-----------------ას“, რომელიც მონაწილეობდა გადაზიდვაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული…