1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.
2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს წერილობით მოთხოვნებს.
3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები.
5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და საჭირო ფაქტების დადგენაშ
მთავარი მონაცემები
ვადაშვიდი დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 698. ცნება. შინაარსი 1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში _– ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით. 2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს წერილობით მოთხოვნებს. 3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები. 5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და საჭირო ფაქტების დადგენაში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…20. დადგენილია, რომ ტვირთი გადაიზიდა და დაზიანდა 2018 წლის 16 აგვისტოს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ გადამზიდველს ტვირთის დაზიანების შესახებ გამგზავნის შეტყობინება 2018 წლის 17 აგვისტოს ჩაჰბარდა. 21. სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,,თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი…
…და სხვა ხარჯების თაობაზე (იხ. 26.09.2013წ. სხდომის ოქმი, 14:19:33; 14:21:17სთ.) 1.7. საგულისხმოა მოპასუხის შესაგებელი იმ თვალსაზრისითაც, რომ მან სადავო გახადა ტვირთის მიმღების მხრიდან პრეტენზიის წარდგენის ვადის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს…
…ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები (ტვირთის შემოწმების გარეშე ჩაბარებისას, გარეგნულად შეუმჩნეველი დაზიანების შემთხვევაში _ ჩაბარების დღე, ხოლო…
საქმე №3კ/1495-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2003
…გამო, მითითებული აქტი ვერ გამოდგებოდა ზარალის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად. სხვა მტკიცებულება კი ტვირთის დანაკლისის შესახებ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ შპს “მ-ას” გაშვებული ჰქონდა სკ-ს 698-ე მუხლით გათვალისწინებული, გადამზიდველისათვის პრეტენზიის წაყენების 7 დღიანი ვადა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო პალატის…
…ზიანი, რომლის რისკის მატარებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 5.5. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს რეკლამაციის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი…
მუხლი 30. დისციპლინური გადაცდომის ცნება— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ