მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს. 2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინებოს მხარეთა მოსაზრებებსი. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით. 3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ აგრეთვე, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო. ეს უკანქასკნელი რთვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ2007 წამოყენებულისა 28 დეკითხემბრის უკარყნოფანი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ას-588-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2023
…სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა გაუქმებულიყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულების დართვის შესაძლებლობა სსსკ-ის 163-ე მუხლის საფუძველზე. პალატის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის მთავარ სხდომაზე წარდგენის წესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მესამე…
საქმე №ას-1840-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2020
…მათი მფლობელობის დროს ნივთის ღირებულების გაზრდაზე ვენახის გაშენებით, რომლის ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულებაც თავად აქვთ წარმოდგენილი. 18. ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 976-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება (შდრ. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების…
…მუხლი ]. 3. ექსპერტიზის საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, კერძოდ, შესაძლებელი იყო თუ არა სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე [ სსსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. 4. 2014 წლის 24 აპრილს ბიუროს N..... აქტის თანახმად, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ვინაიდან დ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი)…
…კოდექსის 310-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, მე-400, 405-ე, 629-ე-656-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 35-ე მუხლის (ექსპერტის მონაწილეობის თაობაზე), 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, 163-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 169-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოპასუხის მიერ სასამართლოს მთვარ სხდომაზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ), სასამართლომ…
…არც ექსპერტის დასკვნა. მოსამზედებელ სხდომაზე, რომელიც არ ჩატარდა კასატორის ადვოკატის ავადმყოფობის გამო, მოსამართლემ დანიშნა ექსპერტიზა. ტ.კ-ოვმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსგან დამოუკიდებლად ექსპერტიზის ჩატარება. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ დაირღვა ამ ნორმით დადგენილი მხარის უფლება ექსპერტის აცილებაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა…