მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.
2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.
3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში 1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის წჩატარმოება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს. 2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს. 3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ას-187-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
…საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობა ექსპერტს განუსაზღვრავს უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ყალბი დასკვნისათვის ( სსსკ-ის 166-ე მუხლი). 9. სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და…
…არ გამოიყენა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-163-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენდა საქმეზე ექსპეტრიზის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, ასევე დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის დანაწესი, რადგანაც მოსამართლემ დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით გაყალბდა…