1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.
2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(51)
საქმე №ას-473-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. 27. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს…
საქმე №ას-1183-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…დადგენას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული 02.11.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელში უკანონო ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რომლის არსებობაც მან ვერ დაადასტურა. გარდა…
საქმე №ბს-468(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.09.2023
…წლის 18 ივნისის კანონით) 168-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდებოდა ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 170-ე მუხლი კი განსაზღვრავდა, რომ განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ უნდა შეტანილიყო დაბადებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. იდენტურ რეგულაციებს…
საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
…მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველ სამუშაო დღეზე შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის 7 392 ლარის დაკისრების შესახებ. ასევე, თუ სასამართლო ვერ შეძლებდა ამ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევას მათი სპეციფიკურობის გამო, მას სსსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მეტი სიცხადისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, შეეძლო, სასამართლოში გამოეძახებინა და განმარტება მოეთხოვა დასკვნის…
საქმე №ას-362-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
…სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 7.5. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 230-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე…
საქმე №ას-884-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
საქმე №ას-1435-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
საქმე №ას-1626-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
საქმე №ას-1907-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2019
საქმე №ას-1574-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
საქმე №ას-1507-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2018
საქმე №ას-923-2018(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2018