რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას მათ უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას. ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 164-ე მუხლი · სსსკ 164
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-475-2020
ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმის განმხილველმა მოსამართლემ უნდა გამოიყენოს ისეთი სამოქალაქოსაპროცესო ინსტრუმენტი როგორიცაა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობით (სსსკ-ის 164-ე და 173-ე მუხლები) და ამგვარად მიიღოს საქმის გადაწყვეტისთვის არსებით საკითხზე კვალიფიციური განმარტება. 52.
- საქმე №ას-1182-1443-09
სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის (2004-2005 წლის რედაქციის) 71-ე, 159-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ თამარ ქ-ავას ბავშვი შეეძინა 2004 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მოთხოვნა. ასევე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მოპასუხეს მუშაკისათვის მოსალოდნელი…
- საქმე №3კ/742-01
…ექსპერტიზა, ან განმეორებითი ექსპერტიზა სხვა საექსპერტო დაწესებულებაში, რომელსაც მოსარჩელეებიც მოითხოვდნენ და რომელზეც მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ უარი ეთქვათ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001 წლის 10 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად ექსპერტიზის ჩასატარებლად რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას ექსპერტებს შესაძლებლობა ეძლევათ ითათბირონ, მონახონ საერთო აზრი და მიიღონ დასკვნა, მაგრამ, როცა ექსპერტიზას ატარებს ერთი ექსპერტი, იგი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება
- მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება
- მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა
- მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება
- მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
- მუხლი 165. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი
- მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში
- მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში
- მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 164, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-164/