1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ.
2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარადგინონ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება 1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ. 2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ სთხიშუამდგოვმლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით დწანრადგიშნოსნ ექსპერტიზს დასკვნები, თუ ასეთი თხშუამდგოვნმლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. 3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-723-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. სსსკ-ის 158.1 მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აკისრია. ვინაიდან სადავო…
საქმე №ას-1208-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2019
…არ შეიცავს. ამდენად, მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, რადგან მოსარჩლის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა შედავებულია და მიმდინარეობს სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სსსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის, 170-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარგებლე პირის გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ…
…არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. მოცემული დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს, ამავე კოდექსის 158-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.…
საქმე №ას-34-34-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
…(მფლობელობა) და მესაკუთრე (საკუთრება) განსხვავებული ცნებებია. თუ ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე, მაშინ მოვალე ბ. ნარიმანიშვილი, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ითვლება ნივთების მფლობელად და შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ისიც ჩაითვლება მესაკუთრედ (ტომი II, ს.ფ. 49-55). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
…მესამე პირად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური ჩაება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ტ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდებოდა, რომ ნივთის მფლობელი იყო მისი მესაკუთრე. Eეს წესი არ მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე…