განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
180210116001227381
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210116001227381

საქმე №2ბ/4516-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

02 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - გ----–---–------

წარმომადგენელი - გ------------

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ--------------–---–-, ვ-----------–---–-, თ-----------–-–---–-

წარმომადგენელი - ტ------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. ქ--------------–---–-ს, ვ-----------–---–-ს და თ-----------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა გ-------------–---–ის და გ----–---–------ს მიმართ დაკმაყოფილდა:

 

1.1. ყადაღისგან გათავისუფლდა 2015 წლის 9 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მეორადი. 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE” ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი. 5. მაცივარი ,,BEKO” ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი. 6. შავი ფერის გაზქურა. 7. ტელევიზორი ,,LG” ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი. 8. ტელევიზორი ,,აკირა” ნაცრისფერი, მეორადი. 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი” ნაცრისფერი, მეორადი 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი. 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი. 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი. 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა” თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა” მუქი ყავისფერი, მეორადი; 15. გაზქურა ,,ბეკო” თეთრი ფერის, მეორადი. 16. მაცივარი ,,უგურ” გამჭირვალე შუშის კარებით, მეორადი. 17. კედლის ხალიჩა, ჭრელი, მეორადი. 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი, მეორადი. 19. პიანინო ,,პეტროფი” ყავისფერი, მეორადი. 20. სამეული, ჭრელი, ყვავილებით, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

 

1.2. ყადაღისგან გათავისუფლდა 2015 წლის 21 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO” 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი. 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი. 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი. 4. კომპიუტერის მაგიდა, ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”, შავი ფერის, მეორადი. 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი” შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი, ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი. 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი”, ძველი. 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”, ვერცხლისფერი, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

 

2. ქ--------------–---–-ს და ვ-----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა გ-------------–---–ის და გ----–---–------ს მიმართ დაკმაყოფილდა:

 

2.1. ყადაღისგან გათავისუფლდა 2016 წლის 4 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო), ღია ყავისფერი; 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, „ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა), მეორადი, ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’ ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი, ხუთნათურიანი, ოქროსფერი მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი, ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი მეტალის, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, გ-------------–---–ს გ----–---–------ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალე გ-------------–---–ის მიმართ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის #2/274-14 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 აპრილის #2ბ/6773-14 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის და მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლები,სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 30 მარტს გაცემული ცნობა.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, დაყადაღებული იქნა მოძრავი ქონება. 2015 წლის 9 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მეორადი. 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE” ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი. 5. მაცივარი ,,BEKO” ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი. 6. შავი ფერის გაზქურა. 7. ტელევიზორი ,,LG” ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი. 8. ტელევიზორი ,,აკირა” ნაცრისფერი, მეორადი. 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი” ნაცრისფერი, მეორადი 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი. 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი. 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი. 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა” თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა” მუქი ყავისფერი, მეორადი; 15. გაზქურა ,,ბეკო” თეთრი ფერის, მეორადი. 16. მაცივარი ,,უგურ” გამჭირვალე შუშის კარებით, მეორადი. 17. კედლის ხალიჩა, ჭრელი, მეორადი. 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი, მეორადი. 19. პიანინო ,,პეტროფი” ყავისფერი, მეორადი. 20. სამეული, ჭრელი, ყვავილებით, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე ყაზბეგი, სოფ. გ-----ტი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 9 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

2015 წლის 21 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO” 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი. 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი. 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი. 4. კომპიუტერის მაგიდა, ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”, შავი ფერის, მეორადი. 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი” შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი, ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი. 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი”, ძველი. 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”, ვერცხლისფერი, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------------------. კორ №5 ბ, ბინა 43.

 

სასამართლო დაეყრდნო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 21 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

2016 წლის 4 მარტის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო), ღია ყავისფერი; 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, „ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა), მეორადი, ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’ ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი, ხუთნათურიანი, ოქროსფერი მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი, ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი მეტალის, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე ყაზბეგი, სოფ. გ-----ტი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 4 მარტის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

საცხოვრებელი სახლი (მდებარე მისამართზე: ყაზბეგი, ს------–-----------, ს/კ #7-----------), სადაც განთავსებულია 2015 წლის 9 დეკემბრის და 2016 წლის 4 მარტის აქტებით დაყადაღებული ნივთები, რეგისტრირებულია ვ-----------–---–-ს, მ-------------–---–-ს და ქ--------------–---–-ს თანასაკუთრებად (2013 წლის 26 აგვისტოდან). 2013 წლის 17 იანვრის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ-------------–---–ისა და ქ--------------–---–-ს თანასაკუთრებად.

 

საცხოვრებელი ბინა (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------------------. კორპ. №5 ბ, ბინა 43, ს/კ #0----------------------), სადაც განთავსებულია 2015 წლის 21 დეკემბრის აქტით დაყადაღებული ნივთები, რეგისტრირებულია ვ-----------–---–-ს საკუთრებად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

 

გ-------------–---–ი, რომლის დავალიანების აღსრულების მიზნითაც არის დაყადაღებული მოძრავი ნივთები, დაბადებულია 1935 წლის 7 ნოემბერს. მოსარჩელეები არიან მოპასუხე გ-------------–---–ის შვილები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ოქტომბრის #1/118-13 განაჩენი, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ სოფ. გ-----ტში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული ნივთები, ქ--------------–---–- და ვ-----------–---–- 4-5 წელია, ფლობენ საოჯახო ტიპის სასტუმროს, საიდანაც იღებენ შემოსავალს.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სოფ. გ-----ტში განთავსებული მოძრავი ნივთები (გარდა პიანინოსი და კარადის - ე.წ. „კედელი“) არის მოსარჩელეთა მიერ სხვადასხვა დროს შეძენილი, მათი ნაწილი - გადატანილია ქ--------------–---–-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე მისამართზე: ქ. რუსთავი, მ--------------, ბინა 72, ს/კ 0------------------), რომელიც 2015 წლის 23 დეკემბერს გაყიდა ქ--------------–---–მა (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, თითოეულ მხარეს ევალება, მიუთითოს და დაადასტუროს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც საფუძვლად უდებს მის სარჩელს თუ შესაგებელს. სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და ამის მიხედვით ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაყადაღებული საოჯახო ნივთების (მათ შორის - საყოფაცხოვრებო ტექნიკის) სახეობების და რაოდენობის გათვალისწინებით, მათი დანიშნულება სრულად შეესაბამება ტურისტულად აქტიურ ზონაში საოჯახო ტიპის სასტუმროს საქმიანობას. მოსარჩელემ მთლიანობაში დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ სოფ. გ-----ტში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული ნივთები (გარდა ძველი კარადის - ე.წ. „კედელი“ და პიანინოსი) ვერ იქნება შეძენილი 81 წლის პენსიონერი გ-------------–---–ის მიერ და ვერ იქნება განკუთვნილი მისი პირადი მოხმარებისათვის. მართალია, საცხოვრებელი სახლი მას ეკუთვნოდა, მაგრამ მისმა შვილებმა სასტუმროს საქმიანობის მიზნებისთვის გაარემონტეს, ასევე, განახორციელეს მიშენება და ინტერიერიც განაახლეს. ცალკეული ნივთების (სარეცხი მანქანა BOSCH, ჭურჭლის სარეცხი მანქანა BOSCH, მაცივარი „HISENSE“, გაზქურა, პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი, ვიტრინა მაცივარი, პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, მიკროტალღური ღუმელი, ხორცის მანქანა) მოსარჩელე ქ--------------–---–-ს მიერ შეძენა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და შპს „ომეგას“ დირექტორის წერილით. რაც შეეხება სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათთან დაკავშირებით წერილობითი მტკიცებულებები მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ, თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ გარემოებათა კატეგორიას, რომელიც მხოლოდ კანონით დადგენილი მტკიცებულებებით შეიძლება, დადასტურდეს. ამდენად, მათი დადასტურება სხვა სახის მტკიცებულებებითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ბოლო წლების მანძილზე შეძენილი ყველა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეებს არ აქვთ შენახული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვეულებრივ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში საყოფაცხოვრებო ნივთების მომხმარებლისგან არც არის მოსალოდნელი, საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდგომ მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულების შეგროვება და შენახვა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა მოსარჩელე ქ--------------–---–-ს მიერ მოძრავი ნივთების ნაწილის შეძენა, ასევე - მათი ნაწილის გადატანა ქ. რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, მისი გაყიდვის შემდგომ. მოწმე გივი გელაძემ ვერ გაიხსენა ქ. რუსთავიდან გადაზიდული ზოგიერთი ნივთის (ჭურჭელი, ხალიჩები) მახასიათებლები, თუმცა, დაადასტურა, რომ ცალ-ცალკე შეფუთული გაატანეს ჭურჭელი, ხალიჩები კი - გადახვეული იყო, რის გამოც კონკრეტულად ვერ იხსენებს მათ ფერს, რაც ასევე დამაჯერებლად მიაჩნია სასამართლოს. მის ადგილას მყოფი საშუალო შესაძლებლობის ადამიანისგან არც იქნებოდა მოსალოდნელი, სხვისი ნივთების გადაზიდვისას დეტალურად დაემახსოვრებინა მათი ყველა რეკვიზიტი. უშუალოდ მის მიერ ქ--------------–---–-ს დავალებით შეძენილი ნივთები მან შედარებით ამომწურავად და გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში დაახასიათა. მოწმე ფირუზი სუჯაშვილმა განმარტა, რომ სოფ. გ-----ტში განთავსებული ნივთებიდან ყველა ახალი შეძენილია, გ-------------–---–ის შვილების მიერ, „გ-------------–---–ის დროინდელი“ არის მხოლოდ ე.წ. „სტენკა“, ჭურჭლის კარადა და პიანინო, რაც ქ--------------–---–ს ქორწილში აჩუქეს. სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები და ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოპასუხე გ----–---–------ს მითითება, რომ მოწმედ დაკითხული ფირუზი ს-----–---–- არის მოსარჩელეთა ახლო ნათესავი, სასამართლომ ამ გარემოების გათვალსწინებით არ გამორიცხა ჩვენების დამაჯერებლობა, რადგან მოწმის ჩვენება მიცემულია კანონით დადგენილი წესით, ცრუ ჩვენებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განმარტების შემდგომ, მისი შინაარსი არ არის წინააღმდეგობრივი ან არალოგიკური და სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მონაცემებს. გარდა ამისა, გარემოებები, რომლის დასადასტურებლადაც დაიკითხნენ მოწმეები, როგორც წესი, ყველაზე უკეთ ცნობილია სწორედ ოჯახის ახლობლების, მათ შორის - ნათესავებისთვის, რომელთა მოწმედ დაკითხვას სასამართლოში კანონი არ კრძალავს, შესაბამისად, მხარეს არ უნდა შეეზღუდოს მოწმის ჩვენების სახით მტკიცებულების წარმოდგენის პროცესუალური შესაძლებლობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება მესამე პირის სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ, თუ იგი აცხადებს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. სააღსრულებო წარმოებისას მოქმედებს პრეზუმფცია (ვარაუდი) იმის შესახებ, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის. ეს ვარაუდი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციიდან, რომლის მიხედვითაც, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამგვარად, სააღსრულებო წარმოების პროცესში ხდება მოვალის საცხოვრებელი ადგილის დადგენა და ივარაუდება, რომ სადაც იგი ცხოვრობს, იმ სივრცეში განლაგებულ მოძრავ ნივთებს ფლობს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ რადგან ამ ნივთების მფლობელია, არის ასევე მესაკუთრეც. სწორედ ამ პრეზუმფციიდან გამომდინარე ხდება ნივთების დაყადაღება. ამ ვარაუდის გაქარწყლება კი შესაძლებელია მესამე პირის მიერ სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ეს პირი დაამტკიცებს, რომ დაყადაღებული ნივთი მისი საკუთრებაა. ამდენად, მოსარჩელეს ეკისრება მისი საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი. დაყადაღებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების შემთხვევაში გაქარწყლდება პრეზუმფცია, რომელიც მოვალის ქონების დაყადაღების აქტს დაედო საფუძვლად და ეს ნივთები ამოირიცხება დაყადაღებული ნივთების სიიდან.

 

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ როგორც წესი, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად უნდა იქნეს განხილული მოძრავი ნივთები, რომლებიც მასშია განლაგებული, სივრცობრივად და თავისი სამეურნეო დანიშნულებით განუყოფელად არის დაკავშირებული მათთან, თუკი ეს ნივთები არ არის მოქცეული განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დადასტურდა, მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ნივთები, სადაც დაყადაღებული მოძრავი ქონებაა განთავსებული. მოპასუხე გ----–---–------ს წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან სოფ. გ-----ტში მდებარე უძრავი ნივთი გ-------------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა და შემდგომ გადასცა თავის ქალიშვილებს, ამიტომ ამ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთებიც მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეებმა ამ მსჯელობის გაბათილება შეძლეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებით, რომ აღნიშნული ნივთები მათ მიერ არის შეძენილი სწორედ იმ დანიშნულებით, რომლითაც იყენებენ ისინი მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (საოჯახო ტიპის სასტუმრო), რაც გამორიცხავს ვარაუდს, რომ ეს მოძრავი ნივთები ეკუთვნის უძრავი ქონების წინანდელ მესაკუთრეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქონების დაყადაღების აქტში მოხსენიებული ნივთების უმეტესი ნაწილი შეიძინეს მოსარჩელეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რითაც მათ საკუთრების უფლება წარმოეშვათ ამ ნივთებზე, ნაწილი მათგანი კი ქ--------------–---–ს მიღებული აქვს ჩუქებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს დაყადაღებული მოძრავი ნივთების, როგორც მოსარჩელეთა საკუთრების, ყადაღისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მოპასუხე გ----–---–------ს არგუმენტაციას მოძრავი ნივთების დაყადაღების პროცედურის დარღვევის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ის მოკლებულია შესაძლებლობას, განსახილველი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში იმსჯელოს აღმასრულებლის მოქმედებების კანონიერებაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის გადაწყვეტილება და ასევე, 2017 წლის 09 თებერვლისა და 09 მარტის განჩინებები, კერძოდ, 2017 წლის 09 მარტის ორი განჩინება - საქმის განუხილველად დატოვების შესახებ და აცილების თაობაზე, ხოლო, 2017 წლის 09 თებერვლის შემდეგი განჩინებები - საქმის განხილვის გადადების თაობაზე, მესამე პირად აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვის თაობაზე, მოწმის სახით უ---–---–-----ისა და ა-–------------------ის დაკისთვის თაობაზე და ასევე, მოწმედ გ-----------–--ისა და ფ--------------–---–ის დაკითხვის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2016 წლის 4 მარტს დაყადაღებული მოძრავი ქონება, არის შეძენილი 2011-2012 წლებში. ანუ მაშინ, როდესაც გ-------------–---–ი იყო ყაზბეგის რაიონის ს------–---------–- ამ უძრავი ქონების მესაკუთრე. შესაბამისად აღნიშნული მოძრავი ქონება შეძენილია გ-------------–---–ის მიერ და წარმოადგენს გ-------------–---–ის საკუთრებას. რაც შეეხება 2015 წლის 9 დეკემბერს დაყადაღებულ მოძრავ ქონებას, საქმეში არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, ისინი მოსარჩელეების საკუთრებაა.

 

აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება 2015 წლის 21 დეკემბერს დაყადაღებულ ქონებას, არც სასაქონლო ზედნადები და არც საგარანტიო ფურცელი წარმოდგენილი არ არის საქმეში რაც დაადასტურებს, რომ ის არ წარმოადგენს გ-------------–---–ის საკუთრებას. უფრო მეტიც, საქმეში არის წარმოდგენილი ფურცელი, რომელზედაც პასტით წერია ინდ.მეწარმე ,,ყ----------------–----". ასეთი შეიძლება ნებისმიერმა წარმოადგინოს ნებისმიერი მინაწერით, რაც არანაირი მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ხალიჩას, კედლის მეორადი, პიანინო ,,პეტროფი" მეორადი, სამეული მეორადი, მოსარჩელეების აზრით ქ--------------–---–-ს მზითევია. საყურადღებოა, თუ ეს ნივთები ქ--------------–---–-ს მზითევია, მაშინ რატომ არის იგი ქ--------------–---–-ს მამის გ-------------–---–ის სახლში. ამასთან, ქ--------------–---–- 20-21 წელია ქმართან არ ცხოვრობს, აკრძალული აქვს თავისი შვილების ნახვა, ამიტომ ეს მზითევი ქმრის ოჯახში არც ერთი საათი არ ყოფილა, ეს ნივთები განთავსებულია გ-------------–---–ის სახლში, სინამდვილეში ეს ნივთები არის გ-------------–---–ის საკუთრება და მის მიერ შეძენილი, რომელიც 60 წელია ცხოვრობს ყაზბეგის რაიონის ს------–---------–-.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გ-------------–---–მა და მისმა ოჯახის წევრებმა გადამალეს სახლში არსებული ძვირადღირებული მოძრავი ქონება. აღმასრულებლებმა დააყადაღეს მხოლოდ იაფფასიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია. რაც შეეხება მოწმეებს გ-----------–--- და ფ--------------–---–ს, გ-----------–--- დათხოვნილია პოლიციიდან, იგი დასაქმებული ჰყავს ქ--------------–---–ს, თავის ბიზნესში და თავს ირჩენს ტურისტებით გადაყვანით თბილისიდან ყაზბეგში. ხოლო, მოწმე ფ--------------–---–ი გ-------------–---–ის ძმათა შვილია, და მოსარჩელეების ახლო ნათესავი, რომელიც გ-------------–---–ს არ ელაპარაკება დიდი ხანია და ქ--------------–---–ს ისიც ჰყავს დასაქმებული ტურისტულ ბიზნესში. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა გ-----------–---მ ვერ დაადასტურა ის, რომ 2015 წლის 9 დეკემბერს დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეებს გარდა გაზქურისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანისა, რომელიც მოწმე გ-----------–--ის გადმოცემით ეკუთვნის ქ--------------–---–ს, ხოლო ის, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეებს მან ვერ დაადასტურა, ვინაიდან იგი არასდროს არ არის ნამყოფი იმ სახლში, კერძოდ დ-------------, მ-------------–-, მე-5 ,,ბ" კორპუსი, ბინა 43, სადაც აღმასრულებელმა დააყადაღა მოძრავი ქონება. ასევე, გ-----------–---მ ვერ დაადასტურა ის, რომ 2016 წლის 4 მარტს დაყადაღებული ქონება ეკუთვნის მოსარჩელეებს, გარდა საძინებლისა ე.წ. კედლისა, რომლებიც მოწმე გ--–---- გადმოცემით ეკუთვნის ქ--------------–---–ს. გ-----------–--- არასდროს არ არის ნამყოფი გ-------------–---–ის სახლში, რაც შეეხება ფ--------------–---–ს, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მან ვერ დაადასტურა ის, რომ 2015 წლის 9 დეკემბერს დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეებს, გარდა პირანინო ,,პეტროფისა" ხალიჩის, მაცივრის, გაზქურის და ჭურჭლის სარეცხი მანქანის, რომელიც მისი გადმოცემით ეკუთვნის ქ--------------–---–ს, ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 21 დეკემბერს დაყადაღებულ მოძრავ ქონებას, მან ასევე ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ეს დაყადაღებული ქონება ეკუთვნის მოსარჩელეებს, გარდა სარეცხი მანქანისა ,,დაევო"-სი, ასევე, მოწმე ფ--------------–---–მა ვერ დაადასტურა 2016 წლის 4 მარტს დაყადაღებული მოძრავი ქონება, ეკუთვნის მოსარჩელეებს გარდა საძინებლებისა ე.წ. კედლისა და კომპიუტერისა, რომელიც ფ--------------–---–ის გადმოცემით ეკუთვნის ქ--------------–---–ს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგს: იმის გამო, რომ სასამართლოს არ დაეყადაღებინა და არ მოეხდინა გ-------------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია, ამიტომ მან ეს უძრავი ქონება ფიქტიურად აჩუქა თავის შვილებს, ქ-------, ვ---- და მ-------------–---–ებს. აღნიშნული უძრავი ქონება ფიქტიურად გადაეცათ დასაჩუქრებულებს. მაგრამ ფიქტიურად სარგებლობს გურამ ს-----–---–-. სასამართლოს უნდა ბათილად ეცნო როგორც 2013 წლის 11 იანვრის, ასევე 2013 წლის 26 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებები, როგორც მოჩვენებითად და თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებები. ვინაიდან მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ხოლო, თვალთმაქცური გარიგებაა ისეთი გარიგება, როცა მხარეებს სურთ, სხვა გარიგების დაფარვა. რაც შეეხება 2013 წლის 11 იანვარს დადებულ ჩუქების ხელშეკრულებას იგი დაიდო მას შემდეგ, როდესაც 2013 წლის 9-10 იანვარს გივი წიკლაურმა შეიტანა საჩივარი ყაზბეგის პოლიციაში, რომლითაც ითხოვდა მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მას შემდეგ, რაც მიმდინარეობდა გ-------------–---–ის დაკითხვა, ყაზბეგის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების და მცხეთის მთავარი პროკურატურის გამომძიებლის მიერ. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად უნდა გაეუქმებინა ორივე ჩუქების ხელშეკრულება და მესაკუთრე ისევ უნდა ყოფილიყო გ-------------–---–ი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, გ-------------–---–ს გ----–---–------ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალე გ-------------–---–ის მიმართ.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, დაყადაღებული იქნა მოძრავი ქონება. 2015 წლის 9 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მეორადი. 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE” ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი. 5. მაცივარი ,,BEKO” ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი. 6. შავი ფერის გაზქურა. 7. ტელევიზორი ,,LG” ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი. 8. ტელევიზორი ,,აკირა” ნაცრისფერი, მეორადი. 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი” ნაცრისფერი, მეორადი 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი. 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი. 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი. 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა” თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა” მუქი ყავისფერი, მეორადი; 15. გაზქურა ,,ბეკო” თეთრი ფერის, მეორადი. 16. მაცივარი ,,უგურ” გამჭირვალე შუშის კარებით, მეორადი. 17. კედლის ხალიჩა, ჭრელი, მეორადი. 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი, მეორადი. 19. პიანინო ,,პეტროფი” ყავისფერი, მეორადი. 20. სამეული, ჭრელი, ყვავილებით, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე ყაზბეგი, სოფ. გ-----ტი.

 

2015 წლის 21 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO” 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი. 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი. 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი. 4. კომპიუტერის მაგიდა, ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”, შავი ფერის, მეორადი. 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი” შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი, ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი. 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი”, ძველი. 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”, ვერცხლისფერი, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------------------. კორ №5 ბ, ბინა 43.

 

2016 წლის 4 მარტის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო), ღია ყავისფერი; 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, „ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა), მეორადი, ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’ ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი, ხუთნათურიანი, ოქროსფერი მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი, ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი მეტალის, მეორადი. დაყადაღებული ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ სახლში, მდებარე ყაზბეგი, სოფ. გ-----ტი.

 

საცხოვრებელი სახლი (მდებარე მისამართზე: ყაზბეგი, ს------–-----------, ს/კ #7-----------), სადაც განთავსებულია 2015 წლის 9 დეკემბრის და 2016 წლის 4 მარტის აქტებით დაყადაღებული ნივთები, 2013 წლის 26 აგვისტოდან რეგისტრირებულია ვ-----------–---–-ს, მ-------------–---–-ს და ქ--------------–---–-ს თანასაკუთრებად. 2013 წლის 17 იანვრის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ-------------–---–ისა და ქ--------------–---–-ს თანასაკუთრებად.

 

საცხოვრებელი ბინა (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------------------. კორპ. №5 ბ, ბინა 43, ს/კ #0----------------------), სადაც განთავსებულია 2015 წლის 21 დეკემბრის აქტით დაყადაღებული ნივთები, რეგისტრირებულია ვ-----------–---–-ს საკუთრებად.

 

გ-------------–---–ი, რომლის დავალიანების აღსრულების მიზნითაც არის დაყადაღებული მოძრავი ნივთები, დაბადებულია 1935 წლის 7 ნოემბერს. მოწინააღმდეგე მხარეები არიან გ-------------–---–ის შვილები.

 

ს------–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული ნივთები, ქ--------------–---–- და ვ-----------–---–- 4-5 წელია ფლობენ საოჯახო ტიპის სასტუმროს, საიდანაც იღებენ შემოსავალს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნაქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ როგორც წესი, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად უნდა იქნეს განხილული მოძრავი ნივთები, რომლებიც მასშია განლაგებული, სივრცობრივად და თავისი სამეურნეო დანიშნულებით განუყოფელად არის დაკავშირებული მათთან, თუკი ეს ნივთები არ არის მოქცეული განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ქონების დაყადაღების აქტში მოხსენიებული ნივთების უმეტესი ნაწილი შეიძინეს მოწინააღმდეგე მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რითაც მათ საკუთრების უფლება წარმოეშვათ ამ ნივთებზე, ნაწილი მათგანი კი ქ--------------–---–ს მიღებული აქვს ჩუქებით. ამასთან, როგორც საქმის მასალებით უდავო ფაქტობრივ გარემოებას არის მიჩნეული, ს------–---------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული ნივთები, ქ--------------–---–- და ვ-----------–---–- 4-5 წელია ფლობენ საოჯახო ტიპის სასტუმროს, საიდანაც იღებენ შემოსავალს.

 

შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ დაყადაღებული საოჯახო ნივთების გარკვეული ნაწილი, სახეობების და რაოდენობის გათვალისწინებით, მათი დანიშნულება სრულად შეესაბამება ტურისტულად აქტიურ ზონაში საოჯახო ტიპის სასტუმროს საქმიანობას. მოწინააღმდეგე მხარემ მთლიანობაში დამაჯერებლად დაასაბუთა შემდეგი გარემოება: 2015 წლის 09 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები (აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების ნუმერაცია შენარჩუნებულია): 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მეორადი. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE” ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი. 6. შავი ფერის გაზქურა. 7. ტელევიზორი ,,LG” ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი. 8. ტელევიზორი ,,აკირა” ნაცრისფერი, მეორადი. 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი. 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი. 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი. 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა” თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა” მუქი ყავისფერი, მეორადი; 16. მაცივარი ,,უგურ” გამჭირვალე შუშის კარებით, მეორადი. 17. კედლის ხალიჩა, ჭრელი, მეორადი. 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი, მეორადი. 19. პიანინო ,,პეტროფი” ყავისფერი, მეორადი. 20. სამეული, ჭრელი, ყვავილებით, მეორადი. 2015 წლის 21 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO” 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი. 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი. 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი. 4. კომპიუტერის მაგიდა, ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”, შავი ფერის, მეორადი. 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი” შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი, ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი. 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”, ვერცხლისფერი, მეორადი. 2016 წლის 04 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო), ღია ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’ ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი, ხუთნათურიანი, ოქროსფერი მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი, ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი მეტალის, მეორადი. პალატა იზიარებს აღნიშნული ნივთების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას მასზედ, რომ ზემოხსენებული ნივთების ნაწილში სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურდა, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ასევე, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითა (სასაქონლო ზედნადები და სხვ.) და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, რაც ამ ნაწილში ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

რაც შეეხება 2015 წლის 9 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი. 5. მაცივარი ,,BEKO” ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი. 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი” ნაცრისფერი, მეორადი. 15. გაზქურა ,,ბეკო” თეთრი ფერის, მეორადი; 2015 წლის 21 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებულ - 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი” (ძველი) და 2016 წლის 04 მარტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებულ - 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ,,ტრილიაჟით“, ტანსაცმლის კარადა), ყავისფერი, მეორადი, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთები წარმოადგენენ საოჯახო მოხმარების ნივთებს, რომელთა არქონის შემთხვევაშიც, თითქმის შეუძლებელია მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაც კი. იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი სახლი, მდებარე მისამართზე: ყაზბეგი, ს------–- გ-----ტი, ს/კ #7----------- 2013 წლის 17 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო მოვალე - გ-------------–---–ის და ქ--------------–---–-ს თანასაკუთრებად და გ-------------–---–ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ უძრავ ქონებაში. პალატას მიაჩნია, რომ იმგვარი საოჯახო ნივთების გარეშე როგორიცაა - სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, საწოლი, ,,ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა, შეუძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი პირობების შექმნა და უძრავი ქონებით სარგებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოვალე გ-------------–---–ის ასაკის, ზემოხსენებული ნივთების, როგორც აუცილებელი საოჯახო ნივთების, დანიშნულებისა და ნივთების აღწერის ადგილას მოვალის წლების განმავლობაში ცხოვრების ფაქტის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, არსებობს ვარაუდი, რომ ნივთები სწორედ მოვალის საკუთრებაა, იმის მიუხედავად, რომ აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერა-დაყადაღების დროისათვის უძრავი ქონება, სადაც სადავო ნივთებია განლაგებული, აღარ წარმოადგენდა გივი ს-----–---–-- საკუთრებას. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის პროცესში ურავ ქონებაში გივი ს-----–---–-- ცხოვრების ფაქტი სადავო არ გამხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ექვსი მოძრავი ნივთის ნაწილში, კერძოდ, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, საწოლი (,,ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა).

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლისა და 2017 წლის 09 მარტის საოქმო განჩინებები, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის საოქმო განჩინებებით, არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობები მოსამართლის აცილებისა და ასევე, სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა რაიმე ობიექტური საფუძველი იმისა, რომ მხარეს შექმნოდა ეჭვი მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. გარდა იმისა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებდა მოსამართლის საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს, ასევე, გასათვალისწინებელი არის ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განსახილველ შემთხვევაში, იცვლება მხოლოდ ნაწილობრივ, მხოლოდ, 6 მოძრავი ნივთის ნაწილში და არა სრული მოცულობით და პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებას სხვა მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდებოდა იმ სახის საპროცესო დარღვევები, რომლებსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საოქმო განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმებას, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილია აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ვადა. აღნიშნული მუხლი ადგენს ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების წესსა და პროცედურას, ასევე, გასაჩივრების ვადას, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს სასამართლოში გასაჩივრებას, ხოლო, მეორე შემთხვევაში კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გასაჩივრებას. მოცემული სარჩელი კი წარმოდგენილია არა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, არამედ, ამ კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ საქმის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე გონივრული, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში. იმ პირობებში, როდესაც აპელანტი საქმის გადადების საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე გაკეთებულ საჩივარს, რომელიც შეეხება აღსრულების პროცესში აღმასრულებლების მოქმედების კანონიერებას, პალატის განმარტებით, არ არსებობდა საქმის სხვა დროისათვის გადადების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული საჩივრის განხილვა და მასზე პასუხის გაცემა უშუალო კავშირში არ იყო საქმის განხილვასთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და არა აღმასრულებლების მოქმედების კანონიერების დადგენა. შესაბამისად, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ვერ იმოქმედებდა მოცემული საქმის საბოლოო შედეგზე.

 

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას მოწმის სახით გ-----------–--ისა და ფირუზი ს-----–---–-- დაკითხვის თაობაზე, პალატა მიუთითებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, რამდენადაც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებმა ხელი შეუწყვეს საქმის დროულ და ობიექტურ გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის საოქმო განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა საქმეზე მესამე პირის სტატუსით საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა სააღსრულებო ბიუროს მიმართ ვერ წარმოშობს რაიმე უფლებებსა და მოვალეობებს, რასაც ითვალისწინებს სწორედ საქმეში მესამე პირის ჩართვა, შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

მოწმეთა დაკითხვის თაობაზე (მოპასუხე) აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ (აპელანტმა) იშუამდგომლა საქმეზე მოწმის სახით ა-–------------------ისა და უ---–---–-----ის დაკითხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდნენ გ-------------–---–ის საკუთრებას. პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე მოწმედ დასაკითხი პირებისათვის არსებობდა პრეზუმცია იმისა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდნენ მოვალის საკუთრებას. ხოლო, ის გარემოება, რომ მითითებულ პირებს აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ პირადად მოპოვებული და მათ ნამდვილად შეეძლოთ სცოდნოდათ მოძრავი ნივთების გ-------------–---–ის საკუთრებაში არსებობის თაობაზე ობიექტურ გარემოებებზე მითითებით, შუამდგომლობის ავტორს არ დაუსაბუთებია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არც ამ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლისა და 2017 წლის 09 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----–---–------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ--------------–---–-ს, ვ-----------–---–-ს და თ-----------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა გ-------------–---–ის და გ----–---–------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. ყადაღისგან გათავისუფლდეს 2015 წლის 9 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მეორადი. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE” ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი. 6. შავი ფერის გაზქურა. 7. ტელევიზორი ,,LG” ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი. 8. ტელევიზორი ,,აკირა” ნაცრისფერი, მეორადი. 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი. 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი. 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი. 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა” თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა” მუქი ყავისფერი, მეორადი; 16. მაცივარი ,,უგურ” გამჭირვალე შუშის კარებით, მეორადი. 17. კედლის ხალიჩა, ჭრელი, მეორადი. 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი, მეორადი. 19. პიანინო ,,პეტროფი” ყავისფერი, მეორადი. 20. სამეული, ჭრელი, ყვავილებით, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

3.2. ყადაღისგან გათავისუფლდეს 2015 წლის 21 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO” 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი. 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი. 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი. 4. კომპიუტერის მაგიდა, ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”, შავი ფერის, მეორადი. 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი” შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი, ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი. 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”, ვერცხლისფერი, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

4. ქ--------------–---–-ს და ვ-----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა გ-------------–---–ის და გ----–---–------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4.1. ყადაღისგან გათავისუფლდეს 2016 წლის 4 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსრულების მიზნით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო), ღია ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’ ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი, ხუთნათურიანი, ოქროსფერი მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი, ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი მეტალის, მეორადი. ეს ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან;

5. ქ--------------–---–ს, ვ---- ს-----–---–-ა და თ-----------–-–---–ს სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე 2015 წლის 09 დეკემბრის #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნაზე: 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“ თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი. 5. მაცივარი ,,BEKO” ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი. 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი” ნაცრისფერი, მეორადი. 15. გაზქურა ,,ბეკო” თეთრი ფერის, მეორადი; ასევე, 2015 წლის 21 დეკემბერის #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი ნივთის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნაზე - 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი” (ძველი) და 2016 წლის 04 მარტის #2ბ/6773 და #2/274 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი ნივთის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნაზე: - 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ,,ტრილიაჟით“, ტანსაცმლის კარადა), ყავისფერი, მეორადი;

6. ქ--------------–---–ს, ვ---- ს-----–---–-ა და თ-----------–-–---–ს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

ხათუნა არევაძე