მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით
თავი XI — მესამე პირები #
1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.
2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით 1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. 2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზ გასაჩივრდე შბა გადაწყვეტიძლება კსთან ერძოთად. საჩივქართველოს 2005 წლის შ20 დეტკემბრის კანაონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(41)
საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…89-ე-90-ე მუხლებით მოწესრიგებულია დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის ინსტიტუტი და საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობას მისაღები გადაწყვეტილების შესაძლო გავლენა წარმოადგენს ამ პირის უფლებაზე. სსსკ-ის 90-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, საქმეში ჩაებას მესამე პირი, რომელსაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ გააჩნია, ერთ-ერთი მოდავე მხარის…
საქმე №ას-1067-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
…გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე ან მორიგდეს, აღძრას შეგებებული სარჩელი, მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლი). ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირი სარგებლობს მთელი რიგი საპროცესო უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა, მიმდინარე დავაში,…
საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
…რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ხოლო ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით,…
საქმე №ას-619-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
…რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. 27. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით,…
საქმე №ას-1592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
…14:01:05 წუთიდან) იმის თაობაზე, რომ მითითებულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, რომლებიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან ( სსსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს…
საქმე №ას-1422-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
საქმე №ბს-1377(2კ-22). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
საქმე №ას-459-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2022
საქმე №ას-144-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
საქმე №ას-900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
საქმე №ას-542-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
საქმე №ას-1131-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
საქმე №ას-1099-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019
…დაკავშირებით, სასამართლოს დროებითი განჩინების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე, 90-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება მხოლოდ სამი განჩინება, სხვა განჩინებები კი, აღნიშნული კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით,…