1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
თავი XII
წარმომადგენლობა სასამართლოში # # # #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 92. საპროცესო უფლებამონაცვლეობა 1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლრეორგანიკვიდზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. 2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. 3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად. 4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარი XIIს თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 თავი XII წარმომადგენლობა სასამართლოში # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(386)
საქმე №ას-1470-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…შემთხვევებს, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ ხდება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლა, რაც დღის წესრიგში აყენებს იმავე ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოში მიმდინარე პროცესის მხარეთა დაზუსტების აუცილებლობასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის…
საქმე №ას-1340-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…მოსარჩელის უფლების დაცვის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი. 15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო…
საქმე №ას-1133-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2026
…(იხ. ტ. 2, ს.ფ. 318); კასატორის გარდაცვალების გამო, საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით გარდაცვლილი კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, წინამდებარე საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება 20.04.2024 წლამდე. 21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი…
საქმე №ა-6818-24 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
…სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით,,,სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში…
საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
…ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მხარეს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე. 13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის…
საქმე №ას-1069-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2025
საქმე №ას-956-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
საქმე №ბს-684(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
საქმე №ბს-634(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
საქმე №ბს-886(2კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2025
საქმე №ბს-423(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
…გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პენიტენციური კოდექსის 91-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო იმავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში. 3.…