1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:
ა) ადვოკატები;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;
ბ1) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე;
გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;
დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
1
1. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
2. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მონაწილეობს, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან ან/და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.
3. (ამოღებულია - 30.11.2018, №3811).
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.32
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4370
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№162
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3811 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4921 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020