საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4463-Iს
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401011, 01/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 94-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.“.

 მუხლი 2.საქართველოს ადმინისტრაციულ ი საპროცესო კოდექსი ს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4463–Iს