საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2015 ბოლო ცვლილება 21.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4350-Iს
სარეგისტრაციო კოდი
030000000.05.001.017930
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით,  იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №158 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ოქტომბერი 2015 წ.

N4350-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4350-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.017930.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.12.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4350-Iს, 27.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.017930 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3008379/