მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება
თავი XIX — ნივთიერი მტკიცებულება
გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ას-541-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
…არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. მოპასუხეების განმარტებით, მოწმეები დაადასტურებენ იმ ფაქტებს, რომ სადავო ბინა საცხოვრებლად უვარგისია და მოპასუხეები იქ არ ცხოვრობენ. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 155-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნივთის ფლობა მის პყრობაში ყოველთვის არ გამოიხატება. პირი შეიძლება იყოს ნივთის მფლობელი, თუმცა უშუალოდ და პირდაპირ არც კი პყრობდეს…
საქმე №ას-635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
…აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებით. ვინაიდან, დამქირავებელი უფლებრივი თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზიდოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი. 17. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინა, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში მესამე მოპასუხე წარმოადგენდა ავტომანქანა „ფ–ის“…
…მხარის სხდომაზე დასწრების გარეშე გამოეტანა გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა, კასაციის აბსოლიტური საფუძველია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლი, ვინაიდან ერთ შემთხვევაში სასამართლო ასაბუთებს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობებზე ვრცელდება ძველი სამოქალაქო სამართლის…