მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი
თავი XIX — ნივთიერი მტკიცებულება
1. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას.
2. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.
3. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
4. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-1223-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
…სამოქალაქო სამართლის ფუძემდებლური კეთილსინდისიერების პრინციპით და უგულებელყო სსკ-ის 361-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს. 12. სააპელაციო სასამართოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 154-ე მუხლი და დაეკმაყოფილებინა სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა. გამოძიება დაწყებულია ამავე ფაქტზე,…
საქმე №ას-556-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2022
…მტკიცების ტვირტი, რომ Daft Punk Get Lucky-ის ნებისმიერ ვერსიაზე, სხვა პირი არის განსაკუთრებული უფლების მფლობელი (თუ დაადასტურებდნენ სხვა ვერსიის გამოყენებას), რაც მხარემ ვერ დაძლია. 10.2.3. გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ფონოგრამა იყო ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ფონოგრამის ჟღერადობას. 158-ე მუხლის მე-2…
…განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი,…
საქმე №ას-44-40-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
…ვერ დაძლია მოსარჩელესთან ქირავნობის ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთი (იხ. ასევე, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3. პუნქტი). ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე და 154-ე მუხლებით რეგულირებული ქირავნობის ინსტიტუტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარგებლეს გადაწყვეტილების…
…უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით არ დაკითხულან, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული წერილობით მტკიცებულებებად და ვერ დაედება საფუძვლად დასკვნას საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების არსებობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნივთიერ მტკიცებულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული ფოტოსურათიც,…