მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა
თავი XIX — ნივთიერი მტკიცებულება
თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ ეს მტკიცებულება მის ხელთაა, ან, თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარს სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, მას შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის თშესაობაზხებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ვერ წარუდგენდა ვერანაირ მტკიცებულებას, რადგან სურათს იგი არ ფლობს მოპასუხის უკანონო ქმედების გამო. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13, მე-14 და მე-15 თავებით გათვალიწინებული ნორმებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლით და მოსარჩელის მოთხოვნა დაკარგული ნივთის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში უნდა დაეკმაყოფილებინა. საკასაციო საჩივრის თანახმად,…
…დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები). ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ ( სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის…
…დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები), ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ ( სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის…
…მეტიც, თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ კომპაქტ-დისკი, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო 153 ფოტონაწარმოების გამოყენების ფაქტი, ფიზიკურად არ არსებობს და განადგურებულია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტ რ. შ-ეს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისათვის განაწილებაზე, ამასთან, მიუთითა, რომ მხარეთა განმარტებებით დადგენილია,…
საქმე №3გ/ად-9-ა-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2002
…დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ნასყიდობის აღნიშნული ხელშეკრულება. სასამართლომ იხელმძღვანელა არა ზემოთ მითითებული წერილით, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 97-ე, 157-ე, 146-ე მუხლებით, სიღნაღის რაიონის სოფ.... 1984 წლის 24 იანვრის საკოლმეურნეო წესდების მე-11, მე-13 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და…
საქმე №3კ-399-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2000