განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/8243-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია გიგაური
მოსამართლეები - მაია სულხანიშვილი, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური
აპელანტი - ვ-–------------------ე
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ--–-----------ე
წარმომადგენელი - ჯ------------–-–---–ი
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2017 წლის 30 ნოემბერს ლ--–-----------ის სახელზე ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის N1-------- ბათილად ცნობა, მოსარჩელე ვ-–------------------ის აწ გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის მემკვიდრედ ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: რაიონი ა---------------–-----------–----, საკადასტრო კოდი 5----------- მოსარჩელე ვ-–------------------ის მესაკუთრედ აღიარება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ-–------------------ის სარჩელი, მოპასუხე ლ--–-----------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ-–------------------ემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მემკვიდრის - ლ--–-----------ის მიერ მამკვიდრებლის - ვ-–------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დგინდება ცნობით #1--. ხსენებული ცნობის თანახმად, 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის გარდაცვალების დღიდან მის დანატოვარ ქონებას ფლობს და სარგებლობს ლ--–-----------ე. აღნიშნული ცნობა მოწინააღმდეგე მხარეს წარდგენილი აქვს ნოტარიუსთან, სადავო სამკვიდრო საქმეში. აპელანტი თვლის, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტი არ შეიძლება დადგინდეს მითითებული ცნობით, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერაც არასწორად იქნა სამკვიდრო მოწმობა გაცემული მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ ცნობაზე დაყრდნობით. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებაა, რომ ცნობაზე არ მიუთითებია თავის შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარეს იმის სამტკიცებლად, რომ სამკვიდრო მიიღო. იგი, მხოლოდ მის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებდა. ანუ, ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა N1-- მოპასუხეს არ გამოუყენებია მოსარჩელის პოზიციის უარსაყოფად, არც შესაგებელში, არც სასამართლო სხდომებზე ახსნა-განმარტებებში და არც მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე.
3.2. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი შეფასების ნაწილში (მე-6 პუნქტი) მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი მოწმეების - ს----------------–--ის, ვ-----------------–ის, ლ-------------------ის, ე---–-------------ის და ფ---------------–--ის ჩვენებებზე დაყრდნობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები განსხვავებული და არათანმიმდევრულია; მოწმეები არ წარმოადგენდნენ მამკვიდრებელის, ვ-–------------------ის ახლოს მცხოვრებ მეზობლებს/ნათესავებს, ზოგიერთი მათგანი საერთოდაც არ ცხოვრობდა და ცხოვრობს სოფ. ქ--------–---ში, არიან მოწინააღმდეგე მხარესთან დაახლოებული პირები და ამასთან, მიკერძოებული ჩვენებებიც მისცეს. უფრო კონკრეტულად კი, ს----------------–--ე მხარეთა ნათესავია, იგი ინფორმირებული იყო, რომ აპელანტს მართლაც აჩუქა ი-–-----–--------ემ ხანჯალი, მაგრამ დრო შეეშალა. მითითებული მოწმე მამკვიდრებელის გარდაცვალების დროს ცხოვრობდა თ--–--ში და დღესაც იქ ცხოვრობს, შესაბამისად ამ მოწმის ჩვენება, თუ ვინ მიიღო აწ გარდაცვლ--–- ვ-–-----------ის სამკვიდრო, არ შეიძლებოდა სასამართლოსთვის გასაზიარებელი ყოფილიყო.
სასამართლომ არასწორად შეაფასა აგრეთვე ვ-----------------–ის ჩვენება, ვინაიდან იგი მოშორებით ცხოვრობს და არ ახსოვს, როდის გარდაიცვალა მამკვიდრებელი, შესაბამისად, შეუძლებელია ამ მოწმის ჩვენებით სასამართლოს დაედგინა მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან 6 თვეში კონკრეტულად რომელი მემკვიდრე დაეუფლა სამკვიდროს.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ლ-------------------ის ჩვენებაც, რომელიც ასევე არ წარმოადგენს ახლო მეზობელს და მას აშკარად დროის აღქმის პრობლემაც ჰქონდა, რაც დასტურდება იმით, რომ 1987 წ. 13 სექტემბერს გარდაცვლილ ვ-–------------------ეზე აღნიშნა, რომ გარდაიცვალა 1967 წელს. შეუძლებელია ამ მოწმის ჩვენებითაც სასამართლოს დაედგინა მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან 6 თვეში კონკრეტულად რომელი მემკვიდრე დაეუფლა სამკვიდროს. ამავდროულად არც სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმე ე---–-------------ის ჩვენება შეიძლებოდა დასდებოდა საფუძვლად მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურებას, ვინაიდან მას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ აღუნიშნავს. მოწმე ფ---------------–--ის ჩვენებით კი, იგი არ ცხოვრობდა სოფელ ქ--------–---ში, არის მოწმე ს----------------–--ის მეუღლე და მხარეთა ნათესავი. მან აღნიშნა, რომ მამკვიდრებელის გარდაცვალების პერიოდში იგი სწავლობდა ო-----ში და შეუძლებელია ამ მოწმის ჩვენებითაც სასამართლოს დაედგინა მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან 6 თვეში კონკრეტულად რომელი მემკვიდრე დაეუფლა სამკვიდროს.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწმეების - რ---------------ისა და ლ--–-------–-–---–ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან 6 თვეში პ-–----------------ე დაეუფლა სამკვიდროს, მოიწია მოსავალი, უვლიდა სახლ-კარს, ასევე, წაიღო თბილისში მამისგან სამახსოვრო ნივთები: ხალიჩა, ხანჯალი, ყანწები, ნავთის სანათი ლამპა, სხვადასხვა ჭურჭელი. იდენტური ჩვენება მისცა მოწმე ზ---------–--–--–---–მაც, რომელიც არის აპელანტის სიძე და შესაბამისად, მისთვის ბევრი ფაქტი არის ცნობილი.
3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გაამოეყენებინა, მაგრამ იგი განმარტა არასწორად, აპელანტის საწინააღმდეგოდ და ასევე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული და ნორმები, რომელიც სასამართლომ გამოიყენა, სამართლებრივად შეუსაბამოა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი.
3.4. აპელანტი მიუთითებს აგრეთვე, რომ სსკ-ს 154-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია აწ გარდაცვლ--–- ვ-–-----------ის სამკვიდროს პ-–----------------ის მიერ მიღების ფაქტთან დაკავშირებით ნივთების სურათები, რაც ოჯახს შემორჩა და ისინი თავის დროზე მამკვიდრებლის, აწ გარდაცვლ--–- ვ-–-----------ის საკუთრებას წარმოადგენდნენ. მათ შორის არის ხანჯალი და საქმეში მისი ფოტოსურათია წარმოდგენილი. დაკითხული მოწმეებიდან, მოსარჩელე მხარის მოწმემ - ზ---------–--–--–---–მა დაადასტურა, რომ პ-–----------------ემ გარდაცვლ--–- მამისგან მიიღო ხანჯალი, სხვა ნივთებთან ერთად, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მოწმემ - ს----------------–--ემ აღნიშნა, რომ თითქოს ხანჯალი აპელანტს სხვა პირმა აჩუქა. აპელანტის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა ნივთის დათვალიერების თაობაზე, რაზეც 23.05.2019 წლის საოქმო განჩინებით ეთქვა უარი, რომელიც ასევე გასაჩივრებულია გადაწყვეტილებასთან ერთად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება:
5. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. მამკვიდრებელი ვ-–------------------ე გარდაიცვალა 1987 წლის 13 სექტემბერს.
5.2. მამკვიდრებელი ვ-–------------------ე ჰყავდა ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე: აწ გარდაცვლ--–- პ-–----------------ე (მოსარჩელე ვ-–------------------ის მამა), აწ გარდაცვლ--–- ე---–-------------ე და აწ გარდაცვლ--–- გ----------------ე, ლ--–-----------ე.
5.3. პ-–----------------ე გარდაიცვალა 1993 წლის 27 დეკემბერს. 1971 წლის 3 აპრილს შეეძინა შვილი, ვ-–------------------ე.
5.4. ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 30.11.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით: ვ-–------------------ის (დაბ: 1914წ) გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. ლ--–-----------ე არის ვ-–------------------ის პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მემკვიდრის - ლ--–-----------ის მიერ მამკვიდრებლის - ვ-–------------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი დგინდება ცნობით №1--, რომლის თანახმად, 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის (დაბ: 1914წ) გარდაცვალების დღიდან მის დანატოვარ ქონებას, მდებარეს: ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–---ში, ფლობს და სარგებლობს ლ--–-----------ე (დაბ: 16.02.1938 წელს, პ/ნ 0----------). სხვა პირს განცხადება სამკვიდროს მიღების/ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში არ წარმოუდგენია, რაც დასტურდება სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის მონაცემებით. ამავდროულად, ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 30.11.2017 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ლ--–-----------ე (დაბ: 16.02.1938, ა-----ა, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: თბილისი, ქობულეთის პირველი შესახვევი, №1) არის 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის (დაბ: 1914წ) პირველი რიგის მემკვიდრე კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
5.5. 2018 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: რაიონი ა---------------–-----------–----, ს/კ: 5-----------, სამკვიდრო მოწმობის №1-------- საფუძველზე, მესაკუთრედ აღრიცხულია ლ--–-----------ე (პ/ნ 0----------).
5.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–------------------ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო 1993 წელს გარდაცვლ--–- მამის - პ-–----------------ის სამკვიდრო.
6. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები და ისინი ერთმანეთის შეუსაბამოა. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მოწმეთა ჩვენებების უსწორობასთან და არამართებულად გაზიარებასთან დაკავშირებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და შენიშნავს, რომ მოწმე - ს----------------–--ემ განმარტა, რომ 1981 წელს ი-–-----–--------ემ ვ-–-----------–----------------ეს აჩუქა გრძელი, ვიწრო უქარქაშო, ძველი საგვარეულო ხანჯალი, ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ფოტოზე გამოსახული და ნაჩუქარი ხანჯალი იდენტური იყო. მანვე განმარტა, რომ ლ----- ბექურიძემ, რომელიც მათთან რჩებოდა ხოლმე, მასთან დაადასტურა, რომ სადაო ქონება ბიძამისის იყო.
მოწმე ვ-----------------–მა განმარტა, რომ ვ-–------------------ის გარდაცვალების შემდეგ ლ--–-----------ე ჩადიოდა თბილისიდან და აქცევდა ყურადღებას სახლ-კარს, ხოლო პ-–----------------ე ცხოვრობდა თბილისში და მხოლოდ მაშინ ჩადიოდა ა-----აში, როდესაც ვინმე ახლობელი გარდაიცვლებოდა და იმავე დღეს ბრუნდებოდა.
მოწმე ლ-------------------ის ჩვენებით, იგი არის მხარეთა ნათესავი და ცხოვრობს იმავე ქუჩაზე, სადაც სამკვიდრო ქონებაა. მისი განმარტებით, მისი ბიძა - ვ-–------------------ე გარდაიცვალა 1987 წელს და მისი გარდაცვალების შემდეგ სახლში დარჩა ე---–--- და ლ--–-----------ეები. ვ-–------------------ეს ჰქონდა ნაკვეთი, რომელსაც ე---–-------------ე უვლიდა. ბიძაშვილებიდან ლ--–-----------ე ცხოვრობდა თბილისში, გ----------------ე - ქ--------–---ში, ვ-–------------------ის სახლის გვერდზე მდებარე სახლში. პ-–----------------ე ცხოვრობდა ასევე თბილისში და ქ--------–---ში ჩადიოდა იშვიათად. ძირითადად კი ვ-–------------------ის ქონებას უვლიდნენ ე---–--- და ლ--–-----------ეები. მოწმის განმარტებით, გ----------------ის სახლი, რომელიც ვ-–------------------ის სახლის გვერდზე დგას, პ-–----------------ისათვის იყო აშენებული, მაგრამ მან უარი განაცხადა აღნიშნულ სახლზე, რადგან ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, სანაცვლოდ კი. პ-–----------------ეს მისცეს ფული, აღნიშნული სახლი კი დარჩა გ----------------ეს. ვ-–------------------ის გარდაცვალების შემდეგ ბინის გასაღები ჰქონდა ლ--–-----------ეს. ლ--–-მ ჩამოიტანა ჭიშკარი მამის გარდაცვალების შემდეგ.
მოწმე ე---–-------------ის ჩვენებით, მისი მამა - ე---–-------------ე, სანამ პაპა - ვ-–------------------ე ცოცხალი იყო, ცხოვრობდა მასთან, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მარტო იყო და უვლიდა ამ სახლს, მისივე განმარტებით, სახლ-კარს პატრონობდა ასევე ლ--–-----------ე, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ სოფელშიც ხშირად ჩამოდიოდა.
ფ---------------–--ემ განმარტა, რომ ვ-–------------------ის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას უვლიდნენ ე---–--- და ლ--–-----------ეები, ასევე განმარტა, რომ ვ-–------------------ემ 800 მანეთი მისცა პ-–----------------ეს ამ უკანასკნელის მიერ თბილისში შესაძენი ქონების პირველად შენატანად, პ-–------მა კი, თავის მხრივ, უარი თქვა ეზოში მდგომ მეორე სახლზე და იგი გ-------ს სასარგებლოდ დათმო. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მამის ორმოცამდე ლ--–- ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა და ტრადიციისამებრ საკურთხსაც აკეთებდა.
მოწმე ლ--–-------–-–---–ის განმარტებით, იგი არის აპელანტის მეზობელი თბილისში და მისთვის ცნობილია, რომ პ-–----------------ე ხშირად დადიოდა სოფელში, საიდანაც ჩამოტანილი ჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ხანჯალი, ხალიჩა, ყანწები. მამის გარდაცვალების შემდეგ პ-–------ი ცდილობდა სოფელში ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ მოწმე აღნიშნული ფაქტების უშუალო შემსწრე არ არის და მას ეს ინფორმაცია თავად ბ-----------ის ოჯახის წევრებისგან აქვს მიღებული.
მოწმე- ზ---------–--–--–---–ის განმარტებით, პ-–----------------ე პერიოდულად ჩადიოდა სოფელში. ზ---------–--–--–---–ისთვის, რომელიც აპელანტის დის ქმარს წარმოადგენს, უცნობია, კონკრეტული ნივთები პ-–------ს წამოღებული აქვს თუ არა სადავო სამკვიდრო ქონებიდან, მან მხოლოდ თავად პ-–------ისგან იცის, რომ ნივთები მამა-პაპისეული იყო.
რაც შეეხება მოწმე რ---------------ეს, იგი მხარეთა ნათესავია, აპელანტის ბიძაშვილსა და მოწინააღმდეგე მხარის ძმის შვილს წარმოადგენს, მისი განმარტებით მამკვიდრებელმა ვ-–------------------ემ ყველა შვილს დაუტოვა გარკვეული ქონება, თუმცა ნივთებს კონკრეტულად ვერ ასახელებს, მისივე განმარტებით, იგი პაპის გარდაცვალების შემდგომ მალევე წავიდა ჯარში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მამის გარდაცვალებამდე, პ-–------ი თითქმის ყველა პარასკევს ჩამოდიოდა სოფელში, თვითონ უვლიდა მამას, თან ნიჭიერი კაცი იყო და წერდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ პ-–------ი რამდენიმე კვირით ჩამოდიოდა სოფელში მეგობრებთან ერთად. მოწმემ განაცხადა, რომ ვ-–------------------ემ სახლი პ-–------ს დაუტოვა, ვინაიდან მამა მან დაკრძალა. მოწმის ჩვენებით, სახლი დედამისს და მამამისს ჰქონდათ ჩაბარებული.
აპელანტი მხარე ყურადღებას ამახვილებს მოწმე რ---------------ის ჩვენებაზე იმის დასტურად, რომ მითითებული მოწმის ჩვენება ადასტურებს პ-–------ის მიერ მამის - ვ-–------------------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ რ---------------ის განმარტება, რომ პ-–------ი კვირების განმავლობაში რჩებოდა მამასთან მეგობრებთან ერთად არ დასტურდება საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ პ-–------ი ძალიან დაკავებული კაცი იყო, უყვარდა მისი სოფელი, თუმცა უდროობის გამო მხოლოდ მეზობლებისა და ნათესავების დაკრძალვებზე ჩამოდიოდა და ძალიან მცირე ხნით. რ---------------ის ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ პ-–------ს სოფელში ქონების მიღების ინტერესი არ ჰქონდა, მან მშობლებისაგან მხოლოდ თანხა მოითხოვა თბილისში ბინის შესაძენად პირველი შენატანისათვის.
პალატა შენიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით პირველმა ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-–------------------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი - პ-–----------------ე დაეუფლა მამის ვ-–------------------ის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების შეჯერებით კი, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები და მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში შეაფასა და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს არ დაყრდნობია სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.
7. პალატის შეფასებით, ვ-–------------------ე ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისმა მამამ - პ-–----------------ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდროდან მოძრავი ნივთები, რითაც დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას.
8. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. ამასთან, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–-----------ე არის 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლ--–- ვ-–------------------ის პირველი რიგის მემკვიდრე, კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ამასთან, სააპელაციო პალატისათვის საყურადღებოა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტის მამამ, პ-–----------------ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის - ვ-–------------------ის კუთვნილი ნივთები: სადავო ხანჯალი, ყანწები, ხალიჩა და ა.შ., რომლებსაც თავის მხრივ ფაქტობრივად დაეუფლა აპელანტი მამის გარდაცვალების შემდეგ. ამავდროულად, დადგენილია, რომ აპელანტ ვ-–------------------ეს სადავო სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია კანონით დადგენილ ვადაში და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია. მოცემული მდგომარეობით, იგი არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ მისამართზე - რაიონი ა---------------–-----------–----, საკადასტრო კოდი 5-----------, და ქონება წარმოადგენს მოპასუხე ლ--–-----------ის საკუთრებას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ საპროცესო სტანდარტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მასალები შეაფასოს ინდივიდუალურად და ერთობლიობაში და ამ გზით დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი იმ სადავო ფაქტების ნამდვილობა, რომლებზეც მხარეები მიუთითებენ (სუსგ №ას-402-379-2014, 25.05.2015 წ.). პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად არ დგინდება ის გარემოება, რომ პ-–----------------ეს, რომლის სამკვიდროც მიღებული აქვს მის შვილს - ვ-–------------------ეს, კანონის დანაწესის შესაბამისად აქვს მიღებული 1987 წელს გარდაცვლ--–- მამის - ვ-–------------------ის დანაშთი ქონება.
ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
9. რაც შეეხება თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებას, რომელიც გადაწყვეტილებასთან ერთად იქნა გასაჩივრებული აპელანტის მიერ, პალატა შენიშნავს შემდეგს:
დადგენილია, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 23 მაისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ვ-–------------------ემ და მისმა წარმომადგენელმა ნ----------–-–---–მა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე ნივთიერი მტკიცებულების - ხანჯლის დათვალიერების თაობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას, ხოლო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა საქმის მთავარ სხდომაზე დააყენა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. ამავე საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე. ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შუამდგომლობა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ ყოფილა დაყენებული, ამასთან, მის მიერ არც შუამდგომლობის დაყენებისას და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხორციელებულა მითითება იმ საპატიო მიზეზებზე, რის გამოც, ვერ შეძლო შუამდგომლობის წარდგენა მთავარ სხდომამდე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
9. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
10. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ-–------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია გიგაური
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
მაია სულხანიშვილი