განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210016001403228
საქმე №2ბ/2374-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - თ---------–---–-
წარმომადგენლები - მ--------------------------------–---–---------–-----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები - დ-------------–---–-- ჯ-------–---------–---–-- ი-----–-----------–---–-, სს ,-------------------------–---
სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს“ წარმომადგენლები - გიორგი შიუკაშვილი, ირაკლი უტიაშვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 28.02.2018 წლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს 28.02.2018 წლის გადაწყვეტილებით:
1. თ---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. გათავისუფლდა ყადაღისაგან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აღწერილი და დაყადაღებული ნივთები: 1) ტელევიზორი ”----------- 2) მტვერსასრუტი ფირმა ,----–---–-----–---------; 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩა, სამი ცალი ყ----------; 4) დივანი და ორი სავარძელი, ყ----------.
2. თ---------–---–-, აღწერილი და დაყადაღებული ნივთების აქტებიდან: 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,-----------, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,-----–----------------------; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,------------; 4) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩის, ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2016 წლის 20 მაისს კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის მ-----–---------–---–-- მიერ დაყადაღებული იქნა თ---------–---–-ს საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც აუქციონზე არ არის გატანილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N9---- (ს.ფ. 18-19).
ტელევიზორი და მტვერსასრუტი თ---------–---–-- შეიძინა ე-–------–-------------- მაღაზიაში განვადებით, ხოლო, მაცივარი და სარეცხი მანქანა შეიძინა მაღაზიაში განვადებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
– ამონაწერი მომხმარებლის გადახდის თაობაზე.
სამი ხალიჩა, დივანი და ორი სავარძელი გათხოვების შემდგომ მშობლებისგან გადაეცა თ---------–---–- მზითევის სახით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
– მოწმე ც-–----------–---–---–-- ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2013 წლის 15 თებერვლიდან თ---------–---–- არის განქორწინებული დ-------------–---–----, თუმცა, ერთ სახლში განაგრძობენ ცხოვრებას, ამავე სახლში ცხოვრობს ი-----–-----------–---–-ც და ეწევიან ერთ საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
– განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);
- მოწმე ც-–----------–---–---–-- ჩვენება (ოქმი).
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N9---- მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარი, ფირმა ,-----------, 2) კომპიუტერი, მონიტორი ფირმა ,-----–----------------------; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,------------; 4) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩა არ ეკუთვნის თ--------–---–--
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N9---- მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,-----------, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,-----–----------------------; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,------------; 4) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩის საკუთრების შესახებ მოსარჩელე მხარეს არ წარმუდგენია სასამართლოსათვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო, ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოწმე ც-–----------–---–---–-- განმარტების თანახმად დადგენილია, რომ დ-------------–---–-- ი-----–-----------–---–- და თ---------–---–- ერთ სახლში განაგრძობენ ცხოვრებას და ერთ მეურნეობას ეწევიან. ასევე დადგენილია, რომ აქტში მითითებული სადავო ყადაღადადებული ნივთები შესანახად ჩაბარდა დ-------------–---–--
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების აღწერისა და ყადაღის აქტით დაყადაღებულ ნივთებზე: კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთებზე: 1) ტელევიზორი ”-----------, 2) მტვერსასრუტზე ფირმა ,----–----–-----–---------- 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩაზე, სამი ცალი ყ----------; 4) დივანზე და ორი სავარძელზე, ყ----------, არ დასტურდება დ-------------–---–-- საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მათი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N9---- მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,-----------, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,-----–----------------------; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,------------; 4) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–-----------–---–- და დ-------------–---–- ცხოვრობენ ერთ სახლში და ეწევიან ერთად საოჯახო მეურნეობას, რადგან, ი-----–-----------–---–---- მას არ აქვს არანირი კავშირი, ხოლო, დ-------------–---–---- იგი განქორწინებულია და მხოლოდ ბავშვების აღზრდაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მაცივარი, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა და ყ---------- ხალიჩა არ წარმოადგენს თ---------–---–-ს საკუთრებას, ვინაიდან, თავად სასამართლოს მითითებით, ტელევიზორი, მტვერსასრუტი, მაცივარი და სარეცხი მანქანა მოსარჩელემ შეიძინა განვადებით, ასევე, განვადებითაა შეძენილი კომპიუტერის მონიტორი, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით. ამავე დროს, აღნიშნული გარემოება დაადასტურეს დ-------------–---–-- და ც-–----------–---–---–--–- რომელთა განმარტების თანახმადაც, ნივთები თ---------–---–-- შეიძინა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ხოლო, ყ---------- ხალიჩა სამ ხალიჩასთან და დივან-სავარძლებთან ერთად მზითევში გადაეცა აპელანტს. გარდა აღნიშნულისა, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ სადავო მოძრავი ნივთები შესანახად გადაეცა დ-------------–---–-, რადგან აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ნივთები დღემდე იმყოფება თ---------–---–-ს მფლობელობაში. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:
2016 წლის 20 მაისს კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის მ-----–---------–---–-- მიერ დაყადაღებული იქნა თ---------–---–-ს მფლობელობაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი, სამსუნგი ფირმის; მაცივარი, ს------------------; ძირს დასაფენი ხალიჩა, ყ----------, უცნობი ფირმის; იატაკზე დასაფენი ხალიჩა, ყ----------, შ----–--–--–----- (03 ცალი); კომპიუტერის მონიტორი, ფ--–---------------; დივანი და ორი სავარძელი, ყ----------, გასაშლელი დივანი, უცნობი ფირმის; მტვერსასრუტი, ბ--–-------------–-----–--------- და სარეცხის მანქანა, ს------------------. აღნიშნული ნივთები აუქციონზე არ არის გატანილი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ტელევიზორი და მტვერსასრუტი თ---------–---–-- შეიძინა ე-–------–-------------- მაღაზიაში განვადებით. ამასთან, სამი ხალიჩა, დივანი და ორი სავარძელი დაოჯახების შემდგომ მშობლებისგან გადაეცა თ---------–---–- მზითვის სახით.
2013 წლის 15 თებერვლიდან თ---------–---–- და დ-------------–---–- არიან განქორწინებულნი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნაქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ დაყადაღებული საოჯახო ნივთების გარკვეული ნაწილი, კერძოდ, 1) ტელევიზორი ”----------- 2) მტვერსასრუტი ფირმა ,----–---–-----–---------; 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩა, სამი ცალი ყ----------; 4) დივანი და ორი სავარძელი, ყ----------, წარმოადგენს თ---------–---–-ს საკუთრებას და უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან ზემოაღნიშნული ნივთები.
რაც შეეხება შემდეგი მოძრავი ნივთების - 1) დიდი ზომის მაცივრის, ფირმა ,-----------, 2) კომპიუტერის მონიტორი ფირმა ,-----–----------------------; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,----------- და 4) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩის ყადაღისგან გათავისუფლებას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მაცივრისა და სარეცხი მანქანის ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მაცივარი და სარეცხი მანქანა თ---------–---–-ს მიერ შეძენილია მაღაზიაში განვადებით. აღნიშნული დადასტურებული იქნა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოწმე ც-–----------–---–---–-- ჩვენებით. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად ცხოვრობს სადავო მისამართზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად, აღნიშნული მოძრავი ნივთების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი პირობების შექმნა და უძრავი ქონებით სარგებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნივთების, როგორც აუცილებელი საოჯახო ნივთების დანიშნულების გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, არსებობს ვარაუდი, რომ ნივთები წარმოადგენს სწორედ თ---------–---–-ს და არა მოვალის საკუთრებას, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერა-დაყადაღების დროისათვის უძრავი ქონება, სადაც სადავო ნივთებია განლაგებული, აღარ წარმოადგენდა დ-------------–---–-- საცხოვრებელ ადგილს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის პროცესში უძრავ ქონებაში თ---------–---–-ს ცხოვრების ფაქტი სადავო არ გამხდარა, ხოლო, რაც შეეხება მასში დ-------------–---–-- ცხოვრების ფაქტს, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება მით უფრო, როდესაც თ---------–---–- და დ-------------–---–- განქორწინდნენ 2013 წლის 15 თებერვალს.
რაც შეეხება მოძრავი ნივთების - ძირს დასაფენი ხალიჩისა და კომპიუტერის მონიტორის ყადაღისგან გათავისუფლებას, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა აღნიშნული ნივთების თ---------–---–-ს საკუთრებაში არსებობის ფაქტი. რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ორი მოძრავი ნივთის ნაწილში, კერძოდ, ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს სარეცხი მანქანა და მაცივარი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის ნაწილის შესაბამისად აპელანტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თელავის რაიონული სასამართლოს 28.02.2018 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ---------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელის - თ---------–---–-ს საკუთრებაში არსებული 20.02.2016 წლის N9---- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ”----------- 2) მტვერსასრუტი ფირმა ,----–---–-----–---------; 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩა, სამი ცალი ყ----------; 4) დივანი და ორი სავარძელი, ყ----------; 5) დიდი ზომის მაცივარი, ფირმა ,----------- და 6) სარეცხი მანქანა, ფირმა ,-----------;
4. თ---------–---–-, 20.02.2016 წლის N9---- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთების: 1) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,-----–---------------------- და 2) ძირს დასაფენი ყ---------- ხალიჩის, ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
5. მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა თ---------–---–-ს სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა