მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.
2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.
3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.
4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება 1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭუციროლებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭუციროლებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელისაც შეუძლია გაითვალისწინებოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებებსი. 2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან. 3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს. 4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. 5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(68)
საქმე №ას-513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სასარჩელო მოთხოვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები წარმოედგინათ, რაც მათ ვერ უზრუნველყვეს. იმ საფუძვლის გათვალისწინებით კი, რომლის გამოც ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, დადასტურებულად ჩათვლილი გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 169.4 მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ (შდრ: იხ. სუსგ №ას-251-2022, 2.06.2022). ამდენად, სწორადაა დადგენილი საქმისთვის…
საქმე №ას-821-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…პალატამ მტკიცების ტვირთთან მიმართებით მოიხმო საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 05 ივლისის განჩინება (საქმე Nას-143-2024), სადაც ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთის შესამსუბუქებელ გარემოებად იქცა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის…
საქმე №ას-1034-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…შექმნას მოსარჩელემ მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაზიანებულ ფართის დათვალიერების შესაძლებლობა ექსპერტს არ მისცა. 11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 169.4 მუხლებით და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში მოპასუხეს, მოსარჩელის ქმედების გამო, ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ზიანის…
საქმე №ას-987-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2024
…აბანოს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული გ.წ–ის რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოპასუხე არ დაეთანხმა მოხმარებული გ.წ–ის რაოდენობის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნას, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის პოზიცია მიჩნეული უნდა ყოფილიყო დადასტურებულად. 8.4. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ საქმე…
საქმე №ას-143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…დაკავშირებით თანხა წინასწარ გადაიხადა მხოლოდ მოსარჩელემ. 15. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთის შესამსუბუქებელ გარემოებად, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის…
საქმე №ას-655-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-251-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2022
საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021