მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.
2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი 1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. 2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელის თხოვნითმაც დწარმოადგინიშნა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №ას-1579-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2026
…მოპასუხეთა შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობის შედეგის მიმართ. 20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2024წ. საოქმო განჩინებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტების სახით რ.ვ–ის, ნ.ბ–ის, ბ.ლ–ას და ა.ო–ის გამოკითხვაზე. სსსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება…
საქმე №ას-678-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
…მართებულად ეთქვა უარი. 18. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის მიზნით ექსპერტის დასკვნა მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშედარების გზით უნდა შემოწმდეს ან, თუ თვით დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სსსკ-ის 171-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მისი ინიციატივით მოწვეულ ექსპერტს დაუსვას შეკითხვები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი დასკვნა სრულად შეიცავს…
საქმე №ას-804-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
…სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის საოქმო განჩინება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), რომლითაც, მოპასუხე საწარმოს შუამდგომლობა ექსპერტიზის დაკითხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 18. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 171.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება…
საქმე №ას-250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
…აღნიშნავს, რომ საქმის გადადება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაშია დასაშვები. მართალია, ექსპერტიზის ჩატარების მარეგულირებელი ნორმები ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი ფართოდ უნდა განიმარტოს და კონკრეტული საქმის სირთულის, ასევე, საექსპერტო კვლევის მოცულობის გათვალისწინებით…
საქმე №ას-804-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
…სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის საოქმო განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), რომლითაც, მოპასუხე საწარმოს შუამდგომლობა ექსპერტიზის დაკითხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 18. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 171.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება…
საქმე №ას-254-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2020
საქმე №ას-930-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019