განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
120211616001378705
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120211616001378705

საქმე №2ბ/4221-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ბ-----------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - თ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „--------

წარმომადგენელი - კ------------ე

 

დავის საგანი - ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარება და თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „--------- სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა, რომ შპს „--------- შეასრულა ს-------------–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--------- და №--- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ბ-----------------–----–--------------ას შპს „--------- სასარგებლოდ 2---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 62849.10 ლარის გადახდა, 3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 19492.90 ლარის გადახდა და 3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 14269.63 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 25 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ-----------------–----–----ტის დაბა ბ---------ში ს-------------–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 679916 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე.

 

2.2. 2---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 10.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

2.3. 2---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 635710.18, შესრულების ვადა - 100 დღე.

 

2.4. 2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ-----------------–----–----ტის სოფელ მ---------ეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198827 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე.

 

2.5. 3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას.

 

აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

2.6. 2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩების ს-------------–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 129922 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე.

 

2.7. 3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

2.8. 3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებაში 08.05.2015წ. შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 142704.78 ლარით.

 

2.9. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - დაბა ბ---------ში წ-------–-სა და კ-------ას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635710.18 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 263798.74 ლარი.

 

2.10. 2015 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - დაბა ბ---------ში წ-------–-სა და კ-------ას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635710.18 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 365144.55 ლარი.

 

2.11. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - სოფელ მ---------ის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 198827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 189465.96 ლარი.

 

2.12. 2015 წლის 7 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - სოფელ მ---------ის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 198827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 5463.11 ლარი.

 

2.13. 2015 წლის 25 მაისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ში, ბ-------–---–ისა და 3-----------–ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 142704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა - 29964.04 ლარი.

 

2.14. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული №--- ხელშეკრულებით და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ში, ბ-------–---–ისა და 3-----------–ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 142704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 112732.28 ლარი.

 

2.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------–- დასკვნის თანახმად, წარდგენილი ა----------------- ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბა ბ---------ში წ-------–-ს და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს.

 

2.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------–- დასკვნის თანახმად, წარდგენილი ა----------------- ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ის გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს.

 

2.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2---------–- დასკვნის თანახმად, წარდგენილი ა----------------- ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა, ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს.

 

2.18. 2---------–- №--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 628943.29 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს „-------- ჩარიცხული აქვს 566048.96 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 62894.32 ლარი.

 

2.19. 3---------–- №--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 194929.07 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს „-------- ჩარიცხული აქვს 175436 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 19492.90 ლარი.

 

2.20. 3---------–- №--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 142696.32 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს „-------- ჩარიცხული აქვს 128426.69 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 14269.63 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2---------–- № 133 ხელშეკრულების 22.06.2015წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 2---------–- № 133 ხელშეკრულების 01.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 136 ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 136 ხელშეკრულების 07.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 137 ხელშეკრულების 2---------–- მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 137 ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

№--------- დასკვნა;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

№--------- დასკვნა;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

№--------- დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.21. შპს „--------- მიერ სრულად იქნა შესრულებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2---------–- №--- ხელშეკრულებით, 3---------–- №--- ხელშეკრულებით, 3---------–- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება შპს „--------- დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოსარჩელე სადავოდ ხდის შემსყიდველის მიერ მისთვის შესრულებული სამუშაოების 10% დაკავებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ბ-----------------–----–--------------ა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მიმწოდებელმა ვერ წარადგინა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა, შესაბამისად მათი მხრიდან მოხდა თანხის დაკავება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთ პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0---------–- დასკვნით დადგენილია, რომ ბ-----------------–----–----ტის დაბა ბ---------ში წ-------–-ს და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარიდან, ასევე ბ-----------------–----–----ტის მ---------ეს გზაზე დაგებული ასფალტის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ-------------------–----–-----------–---–- დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.

 

ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ-------------------–----–-----------–---–- დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს. ზედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხიც და ფორიანობაც შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ-------------------–----–-----------–---–- დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გ---------–- სტანდარტით ფორიანობის ხარისხი გამკაცრებულია, უფრო დაბალ ფორიანობას ითხოვს, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ასფალტის ფორიანობა არ შეესაბამება გ---------– სტანდარტს. დღეის მდგომარეობით ასფალტობეტონის დატკეპნის ხარისხიც და ფორიანობაც სრულად აკმაყოფილებს Г-----------ის მოთხოვნებს, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ ასვალტობეტონის ხარისხის განსაზღვრისას. მისივე განმარტებით, ფორიანომა არის დაგებული მასალის ფენაში სიცარიელეების არსებობა, სიცარიელეები ასვალტში თუ დაშვებულზე მეტია, შეიძლება მოხდეს მასში წყლის ჩადგომა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გზის გაფუჭება. მოცმულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების ჩატარებიდან გასულია რამდენიმე წელი ასფალტის საფარი ამჟამად არის კარგ მდგომაროებაში და დაზიანებები არ აღენიშნება. ფორიანობა რომელიც გ---------–- სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, არანაირი უარყოფითი ზეგავლენა გზებზე არ მოუხდენია, მითითებული გზები ერთ-ერთი საუკეთესოდ დაგებული გზებია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სამწლიანი ექსპლუატაციის მიუხედავად გზებს არანაირი დაზიანება არ აქვთ.

 

ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა და გარემოებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები დასაბუთებულია. მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზეც ვერ შეძლო სარჩელის საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება. ხოლო მხოლოდ სიტყვიერი განცხადება, რომ მუნიციპალიტეტი მოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა ხარისხიანობის ნაწილში კონკრეტული დარგის ექსპერტის განმარტების საპირწონედ ვერ გამოდგება. მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება;

- 2---------–- № 133 ხელშეკრულების 22.06.2015წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;

- 2---------–- № 133 ხელშეკრულების 01.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 136 ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 136 ხელშეკრულების 07.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 137 ხელშეკრულების 2---------–- მიღება-ჩაბარების აქტი;

- 3---------–- № 137 ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მ------------- ახსნა-განმარტება;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.22. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შეასრულა ბ-----------------–----–----ტის გამგეობასთან 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით, 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით და 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები პირობების შესაბამისად, თუმცა მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს მხოლოდ ნაწილი აუნაზღაურა და დარჩენილი თანხის 96611.63 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.

 

2.23. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: „ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით“.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2015 წლის 25 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ-----------------–----–----ტის დაბა ბ---------ში ს-------------–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 679916 ლარით.

 

2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ-----------------–----–----ტის სოფელ მ---------ეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198827 ლარით.

 

2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ-----------------–----–----ტსა და შპს „-------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩების ს-------------–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 129922 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების (№--- და №--- ხელშეკრულებების შემთხვევაში 9.4 პუნქტის და №--- ხელშეკრულების შემთხვევაში - 10.4 პუნქტის) მიხედვით შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს ,----------- 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით, 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით და 2----–-–-------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 628943.29 ლარი, 3---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 194929.07 ლარი, 3---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 142696.32 ლარი. შესრულებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 2---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 62894.32 ლარი, 3---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19492.90 ლარი და 3---------–- №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14269.63 ლარი შემსყიდველს ბ-----------------–----–----ტს მიმწოდებლისათვის შპს „--------------- არ აუნაზღაურებია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმწოდებელმა შპს „--------- სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, შემსყიდველი - ბ-----------------–----–----ტი ვალდებულია მიმწოდებელს - შპს „-------- გადაუხადოს შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 62 894.32 ლარს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში არის 62849.10 ლარის ანაზღაურება, სასამართლო ვერ გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 62849.10 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მუხლები, ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოება, რის გამოც მიღებულია არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს გ----------------ის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.12.2017 წლის დასკვნით დადგენილია, რომ ბ-----------------–----–----ტის დაბა ბ---------ში წ-------–-ს და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარიდან, ასევე ბ-----------------–----–----ტის მ---------ეს გზაზე დაგებული ასფალტის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 – 2.20 პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს არ გადასცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი, შესაბამისად, მოპასუხეს არ ევალება დაკავებული, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%-ის გადახდა მოსარჩელისთვის.

 

2---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 10.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

3---------–- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. იმავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------- №---------, №---------, №--------- დასკვნებით დასტურდება, რომ დაბა ბ---------ში წ-------–-ს და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს; ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ის გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს; ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა, ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს Г-----------ის და С---------------ის მოთხოვნებს (ტ. І, ს.ფ. 26-40, 49-58, 65-79).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „--------- სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე, სახელდობრ, მოსარჩელე სარჩელის 4-5 ფაქტობრივ გარემოებებში უთითებდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა ევროსტანდარტს, კერძოდ კი, გ---------– სტანდარტს და უნდა მიჩნეულიყო ვალდებულების ჯეროვან შესრულებად (ტ. І, ს.ფ. 2-10).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებულ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ტ. ІІ, ს.ფ. 338-345).

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------- №--------- დასკვნით დგინდება, რომ დაბა ბ---------ში წ-------–-ს და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს;

 

ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ის გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს;

 

ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან, ქვედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს (ტ. ІV, ს.ფ 111- 138).

 

ამდენად, ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება არც საქართველოში და არც გ--------- ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებს.

 

რაც შეეხება ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ზეპირ განმარტებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, სასამართლოში ექსპერტის ზეპირი გამოკითხვა ხდება მხოლოდ მის მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით. პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის ზეპირი განმარტება საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას და ვერ შეცვლის წერილობითი ფორმით შედგენილ ექსპერტიზის დასკვნას. შესაბამისად, ექსპერტის ზეპირი განმარტება, რომელიც ეწინააღმდეგება ექსპერტის მიერ შედგენილ წერილობით საექსპერტო დასკვნას, სადავო ფაქტობრივი გარემოების დამამტკიცებელ ვარგის საშუალებას არ წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხის მხრიდან დაკავებული თანხის მისთვის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ბ-----------------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს „--------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ბ-----------------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, შპს „-------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3864.47 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ-----------------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „--------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს „--------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3864.47 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

გოდერძი გიორგიშვილი