მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა 1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. 2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(89)
საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…აღნიშნული ზოგადი წესიდან არსებობს საგამონაკლისო შემთხვევებიც, როდესაც სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულება. ასეთია სწორედ სასამართლოს ინიციატივით დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა, რომელიც მოცემულია სსსკ-ის 173-ე მუხლში და, რომლის თანახმად, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ…
საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…ჯეროვნად შესრულების უმთავრეს მტკიცებულებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარემოებისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების ფაქტის დადგენის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმეზე ჩაატაროს განმეორებითი ექსპერტიზა. 67. სააპელაციო პალატამ მიუთითა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ…
საქმე №ას-1418-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
…ამასთან, კანონმდებლობა სასამართლოსაც ანიჭებს ექსპერტიზის დანიშვნის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი და მსგავსი საპროცესო მოქმედება იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის მოთხოვნათა განუხრელად დაცვის გზით უნდა შესრულდეს. 26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის…
საქმე №ას-1540-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
…ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას. 42. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 173.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება…
საქმე №ას-1395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
…მსჯელობებს და დასკვნებს, რომლებიც ასახულია ამ განჩინების პპ.7, 8-ში. 33. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არ არსებობდა სასამართლოს ინიციატივით არც დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველიც, კერძოდ, სსსკ-ის 173-ე მუხლი განსაზღვრავს როგორც დამატებითი, ასევე, განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის წესს. ნორმის დანაწესით, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრული ან…
საქმე №ას-370-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
საქმე №ას-1496-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
საქმე №ას-1089-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2024
საქმე №ას-262-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2024
საქმე №ას-822-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
საქმე №ას-1138-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-892-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
საქმე №ას-406-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2023
საქმე №ას-599-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-688-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
საქმე №ას-421-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2022
საქმე №ას-524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2022
საქმე №ას-1393-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-1349-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-1141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2022
საქმე №ას-475-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2021
საქმე №ას-767-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
საქმე №ას-498-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2020
საქმე №ას-461-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019