მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები
1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც.
2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები.
3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი – მიმღების ადგილ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები 1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც. 2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები. 3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი _– მიმღების ადგილს.
…ნოემბერსა და დეკემბერში ვალდებულების შეუსრულებლობა - გადაზიდული ტვირთის ვადაში მიუღებლობით მიყენებული ზიანი, რამაც ვაგონ-ცისტერნების მოცდენა გამოიწვია, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 683-ე მუხლისა და სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა სს “ს. რ-სა“ და „ბ. ო. ი. ლ-ის“…
…საფუძველს წარმოადგენს შემდეგი: მხარეთა შორის სადავოა 2004 ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ვალდებულების შეუსრულებლობა - გადაზიდული ტვირთის ვადაში მიუღებლობით მიყენებული ზიანი, რამაც ვაგონ-ცისტერნების მოცდენა გამოიწვია. სამოქალაქო კოდექსის 683-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები,…
საქმე №3კ/1493-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2003
…შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის იქნებოდა თუ არა ხელშეკრულება დადებული და რა შინაარსის, ამას ვაგონების მოცდენასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის გადაწყვეტის საქმეში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სკ-ს 683-ე და 684-ე მუხლების შესაბამისად, როდესაც ტვირთმიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, რ. დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ტვირთგამომგზავნს და ითხოვს მისგან…