მუხლი 677. გადაზიდვის ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია
1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(15)
საქმე №ას-483-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2023
…ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარდგენით გაებათილებინა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძრვანელა სსკ-ის 327-ე, 668-ე, 672-ე მუხლებით, 677-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება…
საქმე №ას-964-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
…სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. ამავდროულად,ხელშეკრულების არსებობის პრეზუმირების საფუძველია სსკ 677-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ…
…ტვირთი ქ. ფოთში ჩაიბარა მოპასუხე შპს „ვ. ჯ-ამ“, როგორც გადამზიდველის „ლ. ლ-ის“ აგენტმა და გასცა კონოსამენტი - #LAZTBS071212051 2012 წლის 7 დეკემბერს, დამოწმებული „ლ. ლ-ისა“ და შპს „ვ. ჯ-ას“ ერთობლივი ბეჭდით. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ…
…სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 672-ე, 361-ე, 677-ე, 686-ე და 687-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების…
…ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დადგენილია გადაზიდვის ხელშეკრულების –ზედნადების წერილობითი ფორმა და იურიდიული ძალა. სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ…
მუხლი 10. შესაბამისობის პრეზუმფცია— პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე