გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16269-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - შპს „ს----------–-----------ა“
წარმომადგენელი - ნ-----–---- ნ-–--–-–---–ი
მოპასუხე - ს-----–--- მ--------ი
მოპასუხის წარმომადგენლები - შ------- ნ----–---–ი, ე-- ა-------ი
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ს-----–--- მ--------ს შპს „ს----------–-----------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 112.36 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 16 აპრილს ს-----–--- მ--------მა შპს „ს----------–-----------ის“ თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა შპს „ზ-------------------ი“. გადაზიდვა განხორციელდა თურქეთის ტერიტორიიდან შპს „ს----------–-----------ასა“ და შპს „ზ-------------------ს“ შორის 2015 წლის 12 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის განბაჟება და გატანა ხდება შპს „ს----------–-----------ის“ ტერმინალში. ადრესატი ვალდებულია როგორც გადაზიდვის თანხა, ისე სატერმინალო მომსახურების ღირებულება გადაუხადოს მოსარჩელეს.
შპს „ს----------–-----------ასა“ და შპს „ზ-------------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს გადამზიდავისათვის თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება მას შემდეგ, რაც ტვირთის ტრანსპორტირებისა და დამატებით მომსახურების ხარჯებს გაიღებს ტვირთის მიმღები.
მოპასუხის მიერ შპს „ს----------–-----------ის“ ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება დეკლარაციით. ს-----–--- მ--------ს იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადად განესაზღვრა 2015 წლის 17 აპრილი, თუმცა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს-----–--- მ--------მა წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შე--ფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, კერძოდ, ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე 3 წელზე მეტია გასული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შპს ,,ს----------–-----------ასა’’ და შპს „ზ-------------------ს“ შორის 2015 წლის 12 იანვარს დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ს-----–--- მ--------ის სასარგებლოდ განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. გადამზიდავი იყო შპს „ზ-------------------ი.“
ხელშეკრულების თანახმად, შპს „ზ-------------------ი“ ადრესატებს თურქეთიდან უგზავნის საქართველოში ტვირთს, რომლის განბაჟება და გატანა ხდება შპს „ს----------–-----------ის“ ტერმინალში. ადრესატი (მიმღები) ვალდებულია, როგორც გადაზიდვის თანხა, ისე სატერმინალო მომსახურების ღირებულება გადაუხადოს შპს „ს----------–-----------ას.“
ხელშეკრულების 2.5.1 პუნქტის თანახმად მიღებული თანხის ნაწილს (85%) მოსარჩელე უხდის შპს „ზ-------------------ს.“
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 12.01.2015 წლის ხელშეკრულება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- ინვოისი.
3.1.2 2015 წლის 16 აპრილს სვეტლანა მ--------მა შპს „ს----------–-----------ის“ თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. ტვირთის მიმღებს შპს „ს----------–-----------ისათვის“ უნდა გადაეხადა 3112,36 ლარი, რომლის გადახდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 17 აპრილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- ანგარიშის ბარათი;
- ინვოისი.
3.1.3 შპს „ს----------–-----------ამ“ 3.1.2 პუნქტში აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2018 წლის 1 ივნისს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი.
2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–-----------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 668-ე, 672-ე, 677-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 366-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის საფუძველზე ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამავე კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე, ხოლო 672-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები)არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ზ-------------------სა“ და "ს----------–-----------ას" შორის დადებული ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს----------–-----------ამ განახორციელა გადაზიდვა ს-----–--- მ--------ის სასარგებლოდ. ხელშეკრულების საფუძველზე ს-----–--- მ--------ის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაზიდვის მომსახურების თანხის გადახდა. 6.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული შესაძლებლობის დროში შეზღუდვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: 1. სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას; 2. სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისაკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სამართლის დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ; 3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში; 4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე. სიტყვა „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა გალენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მხოლოდ მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მატერიალური სარჩელის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვოს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თავდაპირველი შესაგებლით ხანდაზმულობის თაობაზე არ მიუთითებდა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხეს შესთავაზა, ხომ არ სურდა წარმოდგენილი შესაგებლის დაზუსტება, ვინაიდან შესაგებელი იყო პრაქტიკულად ცარიელი და მხარეს არ ჰქონდა მითითებული თავისი პოზიცია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლოს შეთავაზების შემდგომ, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათი აზრით, სარჩელი იყო ხანდაზმული, რის საფუძველზეც, გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად კი, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ თანხის გადახდის ბოლო ვადა იყო 2015 წლის 17 აპრილი, შესაბამისად, სწორედ ამ ვადის უშედეგოს გასვლის მომენტიდან გახდა მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე ცნობილი და სასარჩელო ხანდაზმულობის დენაც დაიწყო 2015 წლის 18 აპრილიდან. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 1 ივნისს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია და მოპასუხე არ არის თანახმა, შეასრულოს ვალდებულება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან შპს „ს----------–-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საფუძველი არ არსებობს და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს----------–-----------ის“ სარჩელი მოპასუხე ს-----–--- მ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია