ცვლილებები, დამატებები და გამოქვეყნება

§ 1. ამ  შეთანხმებაში და სამსახურებრივ ინსტრუქციაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები ან დამატებები მხარეთა შეთანხმებით, მოლაპარაკებების გზით, რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის შესაბამისი კომისიის თათბირზე ან რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მეშვეობით წერილების გაცვლით.

მიღებული ცვლილებები და დამატებები  ძალაში შედის მომდევნო წლის 1 ივლისიდან,  თუ მათი ყველა მხარისათვის გაგზავნის შემდეგ 2 თვის ვადაში  რომელიმე მხარე არ გამოხატავს წინააღმდეგობას.

შესაბამისი კომისიის მიერ დამუშავებული ცვლილებები მტკიცდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ, რომლებიც წარედგინება მინისტრთა თათბირის სესიას ინფორმაციის სახით.

§ 2. მხარეთა შეთავაზება ამ შეთანხმებაში და სამსახურებრივ ინსტრუქციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ  უნდა წარედგინოს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტს და ერთდროულად ყველა მხარეს,  შესაბამისი კომისიის თათბირის მოწვევამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე.

რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის წინადადებები, რომლებიც შეტანილია მის მიერ ამ კომისიის განხილვაზე, უნდა გაეგზავნოს  მხარეებს  ამ კომისიის მოწვევამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე.

§ 3. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის თარიღი ცხადდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ.

§ 4. ამ შეთანხმებაში ან სამსახურებრივი ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეტყობინება  რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ უნდა გაიგზავნოს ისე,  რომ იგი  ყველა მხარემ მიიღოს  ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის დღემდე სულ ცოტა 45 დღით ადრე5.
ეს შეთანხმება, სამსახურებრივი ინსტრუქცია, ასევე  ამ შეთანხმების და სამსახურებრივი ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები ქვეყნდება  მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შეთანხმების და სამსახურეობრივი ინსტრუქციის, ასევე მათი ცვლილებებისა და დამატებების პუბლიკაციაში   მითითებული უნდა იყოს მათი ძალაში შესვლის თარიღი. ცვლილებები და დამატებები უნდა  გამოქვეყნდეს  მათი ძალაში შესვლამდე სულ ცოტა 15 დღით ადრ