2. მატარებლის მყარ- და თხევადსაწვავიანი ორთქმავალი, რომლის შემადგენლობაში არის ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, საერთო ნორმით გათვალისწინებულის გარდა, აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 10 ლ ტევადობის ორი ქაფის ან ფხვნილის ცეცხლჩამქრობით.
3. ორთქლმავალს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით უზრუნველყოფს რკინიგზა.
4. ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან მომუშავე სამანევრო ლოკომოტივს უნდა ჰქონდეს გამართული ნაპერწკალჩამქრობი მოწყობილობა.
5. რკინიგზის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური პასუხისმგებელია ცეცხლჩამქრობი საშუალებების, სახანძრო ხელსაწყოებისა და მოწყობილობების არსებობა-გამართულობაზე.
კარი IV
მე-7 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა
თავი 30
ზოგადი დებულებან