1. საფუთავი კომპლექტის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მის მდგრადობას გადაზიდვისას, ტვირთის საიმედო დამაგრებას მოძრავ შემადგენლობაზე, აგრეთვე ვაგონის ძარას იატაკზე არა უმეტეს 2200 კგძ/მ2 (2,2 ტძ/მ2) დატვირთვას, ხოლო უნივერსალური კონტეინერისა კი – არა უმეტეს 1000 კგძ/მ2-სა (1 ტძ/მ2).
2. 10 კგ-ზე მეტი მასის მქონე საფუთავ კომპლექტს უნდა ჰქონდეს სახელური, კავი და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის შემამსუბუქებელი სხვა მოწყობილობა.
3. 25 კგ-ზე მეტი მასის მქონე საფუთავი კომპლექტი აღჭურვილი უნდა იყოს ასაწევ-გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ტვირთამწეობა ექვსჯერ აღემატება საფუთავი კომპლექტის მასას.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 164
თავი 31 — მოთხოვნები სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტისა და რადიაციული შეფუთვის მიმართ
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 164, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-164/