1. გამა-დეფექტოსკოპის რადიაციული თავი, გამათერაპევტული აპარატის შემომსხივებელი თავი, საფუთი კომპლექტის დამცავი კონტეინერი, შემომსხივებელი დანადგარის კონტეინერი, სატრანსპორტო-კვლავმუხტვი კონტეინერი და სხვა ამგვარი სპეციფირებული ნაკეთობა, რომელშიც რადიოაქტიური მასალა ჰერმეტულად არის მოთავსებული, ხოლო კონსტრუქცია შეთანხმებულია სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან, გადაიზიდება მისთვის განკუთვნილ ტარაში, მოცემული სატრანსპორტო კატეგორიის შესატყვისი საფრთხის ნიშნით.
2. რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას რადიაციულ კონტროლს უზრუნველყოფს:
ა) ტვირთგამგზავნი – ტვირთის ჩასატვირთად და გადასაზიდად მომზადებისას, აგრეთვე მსვლელობის გზაზე გამყოლის მიერ თანხლებისას;
ბ) ტვირთმიმღები – ტვირთის გადმოტვირთვისას.
3. რკინიგზის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური დადგენილი წესით ზედამხედველობს რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 161
თავი 30 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 161, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-161/