2. თუ რადიოაქტიური მასალის ჯამური აქტივობა ამ წესის მე-17 დანართის მეხუთე გრაფაში გათვალისწინებულზე დაბალია, ხოლო კუთრი აქტივობა 74 კბკ/კგ-ზე (0.002 მიკროკიური/გ) ნაკლებია, მაშინ მისი გადაზიდვა ხორციელდება საფრთხეშეუცველი ტვირთის გადაზიდვის პირობებით.
3. ტვირთგამგზავნი ვალდებულია რადიოაქტიური მასალა გადასაზიდად წარმოადგინოს იმგვარ ტარაში, რომელიც გამორიცხავს მის გავრცელებას გარემოში. დასხივების დოზის სიმძლავრე შეფუთვის ზედაპირზე არ უნდა იყოს 3 მკზვ/ს (0,3 მბერ/ს) მეტი. ამგვარი შეფუთვის თავსახურის შიდა ზედაპირზე კეთდება რადიაციული საფრთხის ნიშანი