ა) თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას - გადასცეს საქონელი პირველსავე გადამზიდველს მყიდველისათვის ჩასაბარებლად;

ბ) იმ შემთხვევებში, რომლებიც არ ექვემდებარება წინა ქვეპუნქტის მოქმედებას, ხელშეკრულება ეხება გარკვეული ინდივიდუალური თვისებების მქონე საქონელს ან არაინდივიდუალიზირებულ საქონელს, რომელიც აღებული უნდა იყოს გარკვეული მარაგიდან ან დამზადებული ან წარმოებული უნდა იქნეს და მხარეებმა ხელშეკრულების დადების მომენტში იცოდნენ, რომ საქონელი ინახება ან წარმოებული ან დამზადებული უნდა იქნეს გარკვეულ ადგილზე - მყიდველს მის განკარგულებაში უნდა გადასცეს საქონელი ამ ადგილზე;

გ) სხვა შემთხვევებში იგი ვალდებულია მყიდველს მის განკარგულებაში გადასცეს საქონელი იმ ადგილზე, სადაც ხელშეკრულების დადების მომენტში იმყოფებოდა გამყიდველის კომერციული საწარმ