2. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ სხვა რამეზე, საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას:
ა) თუ იგი გამოუსადეგარია იმ მიზნებისათვის, რომლებისთვისაც ჩვეულებრივ გამოიყენება იმავე აღწერილობის საქონელი;
ბ) თუ გამოუსადეგარია ნებისმიერი კონკრეტული მიზნისათვის, რომლის შესახებაც გამყიდველს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აცნობეს ხელშეკრულების დადების დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ მყიდველი არ ეყრდნობოდა ან მისთვის არაგონივრული იყო დაყრდნობოდა გამყიდველის კომპეტენტურობასა და მსჯელობას;
გ) თუ არ გააჩნია იმ საქონლის თვისებები, რომელიც გამყიდველმა შესთავაზა მყიდველს ნიმუშის ან მოდელის სახით;
დ) თუ ტარასთან ერთად არ არის მომზადებული ან შეფუთული ამ საქონლისათვის ჩვეულებრივი წესით, რომელიც შეესაბამება ამ საქონლის შენახვისა და დაცვის მიზანს.
3. გამყიდველი პასუხს არ აგებს ა - დ ქვეპუნქტების საფუძველზე საქონლის ნებისმიერ შეუსაბამობაზე, თუ ხელშეკრულების დადების დროს მყიდველმა იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა ასეთი შეუსაბამობ