2. საექსპერტო აქტში უნდა აისახოს ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) მიზეზი და მოცულობა, აგრეთვე ტვირთის ღირებულების შემცირების ოდენობა. საექსპერტო აქტი უნდა იყოს მოტივირებული და იგი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს.
3. საექსპერტო აქტი ფორმდება და გადაეცემა სადგურს კომერციულ აქტზე დასართავად.
4. ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს რკინიგზა ან ტვირთმიმღები იმის კვალობაზე‚ თუ ვისი ინიციატივით მოეწყო ექსპერტიზა‚ დანახარჯის შემდგომი მიკუთვნებით ბრალეულ მხარეზე.
5. ექსპერტიზა არ ტარდება‚ თუ ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ღირებულება არ აღემატება 20 ლარს ან ექსპერტიზის ხარჯი აღემატება ზარალის ოდენობას. ამ შემთხვევებში, ტვირთის დანაკლისის‚ დაზიანების (გაფუჭების) მიზეზი და ზარალის ოდენობა ერთობლივად განისაზღვრება სადგურის უფროსისა და ტვირთმიმღების მიერ და აღინიშნება კომერციულ აქტში