1. მცირესიცოცხლისუნარიანი ნუკლიდით დატვირთული რადიაციული შეფუთვა, აგრეთვე შეფუთვა, რომელიც მოითხოვს გარკვეული ტემპერეტურული რეჟიმის დაცვას, არ მიიღება გადასაზიდად სატვირთო მატარებლით. ამგვარი შეფუთვის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ სამგზავრო მატარებლით.
2. ნებადართულია რადიაციული შეფუთვის გადაზიდვა წვრილმანი გზავნილით, რომლის მასა ერთ ადგილში შეადგენს არა უმეტეს 500 კგ, ხოლო სატრანსპორტო პაკეტში გადაზიდვისას არ აღემატება 1 ტონას. ერთ ადგილში 500 კგ-ზე მეტი წონის რადიაციული შეფუთვის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ გაგზავნისა და მიღების სადგურების თანხმობით.
3. ერთი მისამართით გადასაზიდი რადიაციული შეფუთვა ტვირთგამგზავნმა უნდა გაგზავნოს დაპაკეტებული სახით, ტვირთის სატრანსპორტო პაკეტში გადაზიდვის წესის შესაბამისად.