ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა მარეგულირებული ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღოს წერილობითი განმარტება;

გ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გაასაჩივროს იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა