1. მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას, ლიცენზიას ან/და ნებართვას, თუ:

ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული;

ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებს;

გ) განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება.

2. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში − სამინისტროში ან სასამართლოშ