2. ვაგონი (კონტეინერი), ცისტერნებისა და ბუნკერული ნახევარვაგონების გარდა, დასუფთავებულად ითვლება, თუ ტვირთის გადმოცლის შემდეგ მოცილებულია დასატვირთად და ტვირთის გასამაგრებლად გამოყენებული მოსახსნელი სამარჯვები და მასალა, აგრეთვე, თუ ვაგონის (კონტეინერის) შიგნით და გარეთ, მათ შორის, ვაგონის კოჭებსა და ლიუკის სახურავზე, არ არის ტვირთის გროვა და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტვირთის ჩასატვირთად.
3. ცისტერნები და ბუნკერული ნახევარვაგონები დასუფთავებულად ითვლება, თუ ვაგონის ქვაბისა და ბუნკერის შიდა ზედაპირიდან მოცილებულია ტვირთის ნარჩენები. ამ შემთხვევაში, ზედა გადმოსასხმელიან ცისტერნიდან გადმოსხმის შემდეგ ტვირთის გადმოუსხმელი ნარჩენი შეიძლება შეადგენდეს არა უმეტეს 1 სმ-ს ხუფის ქვეშ გაზომვით