2. ტვირთმიმღების მიერ მყრალი და ვაგონის დამბინძურებელი ტვირთის ჩამოტვირთვის შემდეგ, რომელიც სპეციალიზებულ და წრიულ (დახშულ) მარშრუტებად შედგენილ დახურულ ვაგონებში შეფუთულად გადაიზიდა, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის ჩამოტვირთვის შემდეგ დახურული ვაგონი უნდა გაირეცხოს, მოცემულია ამ წესების დანართში. თუ არამარცვლეული ტვირთი გადაიზიდა მარცვლეულმზიდ ვაგონში, მისი ჩამოტვირთვის შემდეგ ვაგონის გარეცხვა ასევე სავალდებულოა