1. ვაგონის (კონტეინერის) გარე და შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს გაჭუჭყიანებისგან დამცავი აფსკისა და ემულსიის ნარჩენებისგან, აგრეთვე დაწეპებული ქაღალდის, იარლიყებისა და საჭდეებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი იარლიყის არსებობა ცარიელ ვაგონზე ან ამ ვაგონში სხვა ტვირთის გადაზიდვისას გათვალისწინებულია ტვირთის გადაზიდვის გეგმით.
2. ვაგონის (კონტეინერის) დასუფთავების საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცვა-შენახვასა და იყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო.
3. თუ მიტანილი ტვირთის ჩამოტვირთვის შემდეგ ვაგონში (კონტეინერში) გამოვლინდა წინათ გადაზიდული ტვირთის ნარჩენები, სადგური, ტვირთმიმღების მონაწილეობით, ადგენს საერთო ფორმის აქტს.