2. შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რკინიგზას შეუძლია საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგი გადასცეს სხვა პირს ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში. ამ შემთხვევაში მისი მომსახურება ხორციელდება მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ანალოგიურად. საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის იდება ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება.
3. იმ საერთო მოხმარების სარკინიგზო ლიანდაგის მიმდინარე ტექნიკურ მოვლა-შენახვას, რომელიც დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, მოსარგებლის ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.
4. დაკავებული ტერიტორიისა და ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ფრონტის ფარგლებში მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე უზრუნველყოფს მის განათებას და ნაგვისა და თოვლისგან გაწმენდას