1. თუ ერთი პირი არის რამდენიმე მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე, რომელსაც აქვს ცალკეული მომიჯნავე ადგილები ერთ ან რამდენიმე სადგურთან, მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები, როგორც წესი, იდება ცალ-ცალკე, თითოეულ მომიჯნავე მისასვლელ ლიანდაგზე, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ ერთიანი ხელშეკრულების დადებაზე.
2. ვაგონების მიწოდებისა და გამოყვანის პირობები‚ აგრეთვე ვაგონების ბრუნვის ტექნოლოგიური ვადა განისაზღვრება ამ წესებით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულებით.
3. სამართლებრივი ურთიერთობა კონტრჰაგენტსა და მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლეს შორის რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 394
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 394, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-394/