2. ტექნიკურ პასპორტში აღინიშნება რელსის‚ შპალის‚ ბალასტის‚ მიწის ვაკისის‚ ხელოვნური ნაგებობის‚ სასასწორო ხელსაწყოების‚ ვაგონის დასატვირთი‚ გადმოსატვირთი‚ გასაწმენდი‚ გასარეცხი მოწყობილობისა და მექანიზმის‚ სამანევრო მოწყობილობის‚ ჯალამბრის‚ სამრეწველო სადგურის‚ გორაკის‚ ნახევარგორაკის‚ გამწოვი ლიანდაგის‚ სიგნალიზაციის‚ ცენტრალიზაციის‚ ბლოკირების და სამატარებლო-სამანევრო მუშაობისას გამოსაყენებელი კავშირგაბმულობის მოწყობილობის‚ სხვა ხელსაწყოებისა და მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დოკუმენტაცია, მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ მიღებისას, წარედგინება რკინიგზას მისივე მოთხოვნით.
3. ახალი ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების ან მისი დახურვის შემდეგ, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს ტექნიკურ პასპორტში შეაქვს შესაბამისი ცვლილება და ტექნიკური პასპორტის ერთ ეგზემპლარს, შეტანილი ცვლილებით, გადასცემს რკინიგზას. რკინიგზა ვალდებულია, ეს ცვლილება ასახოს მომიჯნავე სადგურის ტექნიკურ-განმკარგულებელ აქტში და გააფორმოს მისასვლელი ლიანდაგის უწყისი, რომელიც წარმოადგენს მის დანართს