1. რკონიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას ვაგონების მიღება და ჩაბარება ხორციელდება დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში‚ ხოლო, თუ მისასვლელ ლიანდაგს ემსახურება მოსარგებლის ლოკომოტივი – გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე.
2. ამ თავის მიზნიდან გამომდინარე, დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილს წარმოადგენს მისასვლელი ლიანდაგის ის ნაწილი‚ რომელიც ემიჯნება დახურულ ან ღია საწყობს და განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის.
3. დატვირთა-გადმოტვირთვის ადგილებში მისაწოდებელი ვაგონების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება სასაწყობო და მისასვლელი ლიანდაგის დასატვირთ-გადმოსატვირთი მარგი სიგრძით.
4. ვაგონების ჩაბარებისას გადასაყენებელ სარკინიგზო ლიანდაგზე, ჩამოსაყენებელი ვაგონების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ ლიანდაგის მარგი სიგრძის მიხედვით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 406
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 406, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-406/