1. თუ ვაგონი გამოყვანილია შეტყობინების საფუძველზე ან იგი არ არის მომზადებული გამოსაყვანად განრიგის ან დაწესებული ინტერვალის ხანგამოშვების მიხედვით‚ მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე ვალდებულია, აცნობოს რკინიგზას ვაგონის გამოსაყვანად მზადყოფნის დრო, მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში.
2. ვაგონების შეტყობინების საფუძველზე გამოყვანის ვადა აითვლება შეტყობინების გადაცემის მომენტიდან.
3. განრიგის მიხედვით ან დადგენილი ინტერვალის ხანგამოშვებით ვაგონების გამოყვანის ვადად მიიჩნევა ის დრო‚ რომელიც განრიგით ან ინტერვალით არის გათვალისწინებული.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 410
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 410, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-410/