ა) თუ ტვირთი გადმოიტვირთა საერთო სარგებლობის ადგილებში – გადმოტვირთვის დღეს‚ ხოლო სხვა შემთხვევებში – ტვირთმიმღებისთვის ტვირთის გადაცემის დღეს;
ბ) თუ ტვირთი გადმოიტვირთა არასაერთო სარგებლობის ადგილებში – გადმოტვირთვის დღეს. ამ შემთხვევაში ტვირთი უნდა შემოწმდეს მისი ჩამოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ჩამოტვირთვის შემდეგ;
გ) სვლის გზაზე – იმ გარემოების გამოვლენის დღეს‚ რომელიც კომერციული აქტით უნდა გაფორმდეს.
2. თუ ამ მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კომერციული აქტის შედგენა შეუძლებელია, მაშინ იგი უნდა შედგეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
3. მონაცემები კომერციულ აქტში აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტების‚ სავაგონო და სასაქონლო სასწორებზე ტვირთის ხელახალი აწონვის დავთრებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე‚ რომელთა მიხედვით მოხდა ტვირთის შედარება