2. კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს რკინიგზა იყენებს იმ გარემოების გამოსაკვლევად‚ რომელიც გახდა მისი შედგენის საფუძველი.
3. თუ კომერციული აქტი შედგენილია დანიშნულების სადგურზე‚ მაშინ აქტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს, მისი მოთხოვნით.
4. თუ კომერციული აქტი შედგენილია გაგზავნის ან გზად მდებარე სადგურში‚ მაშინ კომერციული აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ზედნადებს ან საბარგო-საგზაო უწყისს და დანიშნულების სადგურამდე თან ახლავს ტვირთს. კომერციული აქტის შედგენის შესახებ აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“‚ სადაც მიეთითება კომერციული აქტის ნომერი‚ მისი შედგენის თარიღი და შედგენის საფუძველი. ამ ჩანაწერს თავისი ხელმოწერით ამოწმებს სადგურის უფლებამოსილი მუშაკი და მასზე დაესმის კომერციული აქტის შემდგენელი სადგურის შტემპელი.
5. კომერციული აქტის მესამე ეგზემპლარი ინახება აქტის შემდგენელ სადგურში.
6. ტვირთის დანაკლისის ან/და დატაცების შემთხვევაში კომერციული აქტის მეოთხე ეგზემპლარი გადაეცემა სატრანსპორტო პოლიციის შესაბამის განყოფილებას
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 420. 1. თითოეულ კომერციულ აქტზე დაისმის სადგურის სტრიქონული შტემპელი
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 414. 1. გარემოება, რომელიც გადაზიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით
- მუხლი 415. 1. კომერციული აქტი დგება:
- მუხლი 416. 1. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისას კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის სათანადოდ დამოწმებული ხარისხის სერტიფიკატი ან ხარისხის მოწმობის ასლი‚ რომელიც შედგენილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მ
- მუხლი 417. 1. თუ კომერციული აქტი შედგენილია ვეტარინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველებისა და ტვირთის გადაზიდვისას, მის პირველ ეგზემპლარს დაერთვის ვეტერინარიული მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი
- მუხლი 418. 1. თუ ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ტვირთმიმღების მისამართით დაყრით ან ჩაყრით გამოგზავნილი ერთგვაროვანი ტვირთის მიტანისას წესივრულ ვაგონებში გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც აღემატება ასეთი ტვირთის მასი
- მუხლი 419. 1. კომერციულ აქტში, თითოეული გზავნილის მიხედვით, აღინიშნება ვაგონის ნომერი‚ სახეობა‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის რაოდენობა და მასზე აღბეჭდილი ინფორმაცია‚ აგრეთვე გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნული და ფ
- მუხლი 421. თუ ტვირთის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებულ სამუშაოს სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში ასრულებს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა და კომერციულ ოპერაციათა მექანიზებული დისტანცია (შემდგომ – დატვი
- მუხლი 422. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, კომერციული აქტი შეიძლება შედგეს ასევე ელექტრონული სახით. კომერციული აქტის ერთი ეგზემპლარი ინახება ელექტრონული კომერციული აქტის შემდგენელ სადგურში. ამ შ
- მუხლი 423. 1. თუ ზედნადებში აღნიშნულია კომერციული აქტის შედგენის თაობაზე გზად მდებარე სადგურის მიერ‚ ხოლო ტვირთის თანმხლებ გადაზიდვის დოკუმენტებში იგი არ აღმოჩნდა‚ კომერციული აქტი დგება ტვირთის გაცემის შედეგების
- მუხლი 424. თუ დანიშნულების სადგურში შემოწმებისას არ აღმოჩნდა სხვაობა გზად მდებარე სადგურში შედგენილი კომერციული აქტის მონაცემებსა და ტვირთის ფაქტობრივ მონაცემებს შორის‚ მაშინ დანიშნულების სადგური ვალდებულია‚ გზა
- მუხლი 425. თუ გზად მდებარე სადგურში შედგენილ კომერციულ აქტში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ტვირთის შემოწმების მონაცემებს დანიშნულების სადგურში‚ დგება კომერციული აქტი. ამ შემთხვევაში‚ ტვირთმიმღებს დანიშნულებ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 420, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-420/