1. თუ ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ტვირთმიმღების მისამართით დაყრით ან ჩაყრით გამოგზავნილი ერთგვაროვანი ტვირთის მიტანისას წესივრულ ვაგონებში გამოვლინდა დანაკლისი, რომელიც აღემატება ასეთი ტვირთის მასის ბუნებრივი კლების ნორმასა და ნეტო მასის გაზომვათა ცდომილებას‚ აგრეთვე ნამეტის შემთხვევაში‚ რომელიც შეადგენს სხვაობას გაგზავნის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების სადგურში განსაზღვრულ მასას შორის‚ ნეტო მასის გაზომვის ცდომილების გათვალისწინებით‚ თუ იგი აღმოჩენილია ცალკეულ გზავნილებად გადაზიდული ტვირთის მიმართ მოცემულ კალენდარულ დღე-ღამეში შემოწმებისას‚ ფორმდება ერთი კომერციული აქტით.
2. დაყრით‚ ჩაყრით ან ჩასხმით‚ გზაში გადაცლით ან გადატვირთვით გადაზიდული ტვირთის დანაკლისი ან ნამეტი‚ რომელიც ერთმა ტვირთგამგზავნმა გაგზავნა ერთი ტვირთმიმღების მისამართით და მიტანილია წესივრულ ვაგონებში‚ სვლის გზაზე დანაკარგის ნიშნების გარეშე‚ განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგების მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 418
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 418, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-418/