1. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისას კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის სათანადოდ დამოწმებული ხარისხის სერტიფიკატი ან ხარისხის მოწმობის ასლი‚ რომელიც შედგენილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ დედანი დოკუმენტის საფუძველზე, მისი გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით.
2. თუ კომერციული აქტი დგება იმ მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე‚ რომელიც გადაიზიდება მომსახურე ბრიგადის თანხლებით სარეფრიჟერატორო სექციებში‚ კონტეინერებში ან ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდ ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში, კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის ამონაწერი ვუ-85 ფორმის სამუშაო ჟურნალიდან გზაში ტემპერატურული რეჟიმის თაობაზე‚ რომელსაც ხელს აწერს სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელი. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და გადმოტვირთვის სადგურის ბეჭდით, ამ მუშაკის გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ კომერციულ აქტში აღინიშნება სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის გადმოტვირთვის წინ არსებული ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 416
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 416, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-416/